კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ქირურგიული დეპარტამენტის ძირითად მიმართულებას ქირურგიული ონკოლოგია წარმოადგენს. ქირურგიული დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია არაერთი ოპერაცია და დიაგნოსტიკური მანიპულაცია, რომელიც საქართველოში პირველად კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" შესრულდა.
ქირურგიული განყოფილების კლინიკური გუნდი აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და ხელმძღვანელობს თანამედროვე გაიდლაინებით.
კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ქირურგიული გუნდის უმაღლესი კვალიფიკაცია განაპირობებს წარმატებულ ოპერაციებს ონკოლოგიური პრინციპების სრული დაცვით.
ენდოკრინული ქირურგია
კლინიკაში ტარდება შემდეგი ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე და პარათიროიდულ ჯირკვლებზე:
- ტოტალური თირეოიდექტომია
- ფარისებრი ჯირკვლის სუბტოტალური რეზექცია
- თირეოიდექტომია - კისრის რეგიონული ლიმფოდისექცია (დონეების მიხედვით) ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების დროს
- ოპერაციები პარათიროიდულ ჯირკვლებზე
ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე ტარდება ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის გამოყენებით, კომპანია InoMed-ის NerveMonitor-ის აპარატით. ეს პრაქტიკა მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. ოპერაციის მსვლელობისას ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის სპეციალური აპარატი აკონტროლებს ცთომილი და ლარინგელური ნერვების ფუნქციურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მათი დაზიანების პრევენციას.