Რატომ არის მნიშვნელოვანი ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამაში ჩართვა
ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბო, დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შემთხვევაში, არ ახდენს გავლენას სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხზე, ხასიათდება 100%-იანი გადარჩენადობით.
დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებას რეგულარული სკრინინგი იძლევა. თბილისის მერიის მიერ უზრუნველყოფილია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს გამოვლენის უფასო მართვის პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა თბილისში რეგისტრირებულ, რისკის მქონე ქალებში დაავადების დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე მოხდეს და დროულად დაიგეგმოს მკურნალობის შესაბამისი ტაქტიკა.
ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამაში ჩართვა კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში თბილისში რეგისტრირებული, საქართველოს მოქალაქე 25-70 წლის ასაკის ქალებისთვის უფასოდაა შესაძლებელი.
კვანძოვანი პათოლოგიის არარსებობის შემთხვევაში კვლევები ტარდება ხუთ წელიწადში ერთხელ. კვანძოვანი პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში პროგრამით განმეორებითი კვლევების სიხშირეს განსაზღვრავს ენდოკრინოლოგი – 3, 6 ან 12 თვეში ერთხელ.
Რას მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამა
პროგრამის ფარგლებში უფასოდ ტარდება შემდეგი კვლევევები:
- ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
- ფარისებრი ჯირკვლის კვანძის აღმოჩენის შემთხვევაში:
- ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
- ექოსკოპიურად ავთვისებიანობაზე საეჭვო კვანძის არსებობის შემთხვევაში:
- თირეოტროპული ჰორმონის (TSH) განსაზღვრა სისხლში
- ასპირაციული ბიოფსია და ციტოლოგიური კვლევა
Ჩაერთეთ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის უფასო პროგრამაში!
Შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ან დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: (032) 212 20 02