სისხლძარღვთა ქირურგია

კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ტარდება ვარიკოზული ვენებისა და მისი გართულებების მიკროქირურგიული მკურნალობა.

მკურნალობის მეთოდებია: 

  • ენდოვენური ლაზერული აბლაცია;
  • მინი- და მიკროფლებექტომია;
  • ექოსკლეროთერაპია;
  • მიკროსკლეროთერაპია.

კლინიკა „კონსილიუმ მედულაში  ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მოცილება ტარდება ენდოვენური ლაზერული აბლაციითა და მიკროფლებექტომიით,  ამბულატორიულად, ადგილობრივი გაუტკივარებით, განაკვეთების გარეშე.  აბლაციის პროცესი მიმდინარეობს დუპლექსსკანირების კონტროლით.

ლაზერული აბლაცია

ლაზერული აბლაცია ტარდება გერმანული წარმოების Biolitec-ის  თანამედროვე აპარატით Leonardo Dual 45,  ElVeS Radial 2 ring ბოჭკოების გამოყენებით. 

ლაზერული აბლაციის უპირატესობებია:

  • მაღალი ეფექტიანობა;
  • მკურნალობა ამბულატორიულად; 
  • ოპერაციის შემდგომი უმტკივნეულო პერიოდი;
  • არავითარი ნარკოზი ან სპინალური ანესთეზია;
  • შესანიშნავი კოსმეტიკური შედეგი;
  • უსაფრთხოება, სრულად შენარჩუნებული ცხოვრების მაღალი ხარისხი და შრომისუნარიანობა;
  • გართულებების არარსებობა.

მიკროფლებექტომია

მიკროფლებექტომია ვარიკოზული ვენების მოცილების მიკროქირურგიული მეთოდია. ის გამოიყენება როგორც ლაზერული აბლაციის დამხმარე და შემავსებელი მეთოდი, ისე, როგორც მონოთერაპია. 

მიკროფლებექტომია ტარდება ამბულატორიულად, ადგილობრივი ანესთეზიით. კანზე კეთდება ნაჩხვლეტები (1-1,5 მმ), საიდანაც ფლებექსტრაქტორით ხდება კანქვეშა ქსოვილიდან ვენის ამოღება.

მიკროფლებექტომიის უპირატესობებია: 

  • უსაფრთხოება;
  • მინიმალური ტრავმულობა;
  • ამბულატორიული მკურნალობა;
  • უმტკივნეულო პროცედურა;
  • შესანიშნავი კოსმეტიკური ეფექტი;
  • არატრავმატულობის გამო ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის პაციენტებში.

სკლეროთერაპია

კლინიკაში ტარდება რამდენიმე სახის სკლეროთერაპია: foam-form სკლეროთერაპია, ეხოსკლეროთერაპია და მიკროსკლეროთერაპია.  თითოეულ მათგანს თავისი გამოყენების არეალი და ჩვენება აქვს.

სკლეროთერაპიის დროს დაავადებული ან არასასურველი ესთეტიკური ვენის სანათურში შეჰყავთ პრეპარატი სკლეროზანტი, რომელიც იწვევს ვენის დახურვას, ფიბროზულ ჭიმად გადაგვარებას და გაწოვას. სკლეროზანტი ვენის სანათურში შეყავთ როგორც თხევადი, ასევე ქაფის (foam-form სკლეროთერაპია) სახით.

სკლეროთერაპიის უპირატესობებია:

  • უსაფრთხოება;
  • მაღალი ეფექტიანობა.

ჩვენი ექიმები