პირველად საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ფლებოლოგმა უჩა დოლიძემ ჩაატარა ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის პროცედურა. ლაზერული აბლაციის (VALA - Vacuum Assisted Laser Ablation) ეს მეთოდი იძლევა შესაძლებლობას, საიმედოდ, უსაფრთხოდ და გართულებების რისკის გარეშე ლაზერით დაიხუროს დიდი, 15 მმ-ზე მეტი დიამეტრის ვარიკოზული ვენები.
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის ყველაზე თანამედროვე მინიინვაზიური მეთოდის, ლაზერული აბლაციის დროს ლაზერის ზემოქმედება ხდება ცარიელი ვენის კედელზე, პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით. თუმცა ბოლო დრომდე, დიდი დიამეტრის ვარიკოზული ვენების შემთხვევაში, ამ მეთოდის გამოყენება ტექნიკურ სირთულეებს უკავშირდებოდა.
სწორედ ამ ტექნიკური პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის მეთოდი. ვაკუუმ გამომქაჩი ახორციელებს აბლაციის დროს სანათურში ნარჩენი სისხლის ასპირაციას და ვარიკოზული ვენის კედლის ადეკვატურ კონტაქტს ლაზერულ ბოჭკოსთან, რითაც მიიღწევა ვარიკოზული ვენის კედლების სრულფასოვანი აბლაცია და უმტკივნეულო პოსტოპერაციული პერიოდი. მკურნალობის ამ მეთოდს აქვს შესანიშნავი კოსმეტიკური შედეგი, სრულად შენარჩუნებული ცხოვრების მაღალი ხარისხი და შრომისუნარიანობა.
ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის უპირატესობები სტანდარტულ ლაზერულ აბლაციასთან შედარებით:
- დიდი (15 მმ ზე მეტი) დიამეტრის მქონე ვარიკოზული ვენების უსაფრთხო და საიმედო დახურვა;
- დიდი დიამეტრის ვარიკოზული ვენის ლაზერით დახურვა მცირე ენერგიების გამოყენებით, რისი შედეგიცაა ოპერაციის შემდგომი უმტკივნეულო პერიოდი;
- ბოჭკოს კარბონიზაციის და ვენის სანათურში დაშლის რისკის გაქრობა;
- შესაძლო გართულებების მინიმიზირება;
- ადგილობრივი ანესთეზიის მოცულობის შემცირება.
ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაცია ტარდება გერმანული წარმოების Biolitec-ის თანამედროვე აპარატით Leonardo Dual 45, ElVeS Radial 2 ring PRO ბოჭკოების გამოყენებით. პროცედურა ტარდება ამბულატორიულად, ადგილობრივი გაუტკივარებით, განაკვეთების გარეშე. ხანგრძლივობა 30- 40 წუთი. პაციენტი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.
ფლებოლოგის არსენალში ვაკუუმ-ასისტირებული ლაზერული აბლაციის მეთოდის არსებობა შესაძლებელს ხდის ნებისმიერი დიამეტრის (გიგანტური) ვარიკოზული ვენის საიმედო, უსაფრთხო და უმტკივნეულო დახურვას.
კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ტარდება ვარიკოზული ვენებისა და მისი გართულებების მიკროქირურგიული მკურნალობა. მკურნალობის მეთოდებია: ენდოვენური ლაზერული აბლაცია, მინი- და მიკროფლებექტომია, ექოსკლეროთერაპია, მიკროსკლეროთერაპია.ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მოცილება ხდება ენდოვენური ლაზერული აბლაციითა და მიკროფლებექტომიით, აბლაციის პროცესი მიმდინარეობს დუპლექსსკანირების კონტროლით.