კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ქირურგიული დეპარტამენტის ძირითად მიმართულებას ქირურგიული ონკოლოგია წარმოადგენს. ქირურგიული დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია არაერთი ოპერაცია და დიაგნოსტიკური მანიპულაცია, რომელიც საქართველოში პირველად "კონსილიუმ მედულაში" ჩატარდა.
ქირურგიული განყოფილების კლინიკური გუნდი აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და ხელმძღვანელობს თანამედროვე გაიდლაინებით.
კლინიკა "კონსილიუმ მედულას“ ქირურგიული გუნდის უმაღლესი კვალიფიკაცია განაპირობებს წარმატებულ ოპერაციებს ონკოლოგიური პრინციპების სრული დაცვით.
კლინიკაში დანერგილია სწორი ნაწლავის დაავადებების კონსერვატიული მკურნალობა. ტარდება მცირე პროქტოლოგიური ოპერაციები:
- ჰემოროიდექტომია
- ფისურექტომია
- პოლიპექტომია
კლინიკაში დანერგილია შემდეგი დავაადებების მკურნალობა ქირურგიული გზით :
- ჰემოროიდული დაავადება (ლონგოს, ჰარმონიული სკალპელით, მილიგან-მორგანის და უაიტჰეიდის მეთოდით)
- ანალური ნაპრალი (გაბრიელის მეთოდით)
- სწორი ნაწლავის ფისტულები (ფისტულექტომია)
- სწორი ნაწლავის გამოვარდნა
- პერიანალური კონდილომები (ელექტროექსციზია, რადიოტალღა)
- სწორი და მსხვილი ნაწლავის პოლიპები
- სხვადასხვა სირთულის აღდგენით-რეკონსტრუქციული ჩარევები მსხვილ ნაწლავსა და შორისზე
- ანალური ნაპრალის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- ჰემოროიდული დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- სწორი ნაწლავის გამოვარდნის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- კოლორექტული კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- კრონის დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- გავა-კუდუსუნის მიდამოს კისტების, ხვრელ-მილებისა და ტერატომების დიაგნოსტიკა და მკურნალობა