საშვილოსნოს ყელის კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება საშვილოსნოს ყელის ქსოვილიდან. საშვილოსნოს ყელი არის საშვილოსნოს ქვედა, ვიწრო ნაწილი, რომელიც საშვილოსნოს ღრუსა და საშოს აკავშირებს ერთმანეთთან.
საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმრავლესობა კავშირშია ადამიანის პაპილომა ვირუსთან (HPV), რომლის ზემოქმედების შედეგად საშვილოსნოს ყელის უჯრედები იწყებს არაკონტროლირებად გამრავლებას და საბოლოოდ სიმსივნურ უჯრედად გადაგვარდება. საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე და ავთვისებიანი დაავადებების 70% ადამიანის პაპილომა ვირუსის 16 და 18 ტიპითაა გამოწვეული. თუ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას 15-20 წელი სჭირდება ნორმალური იმუნოსისტემის შემთხვევაში, არანამკურნალები პაპილომა ვირუსის დროს ეს ვადა 5-10 წელია.
კლინიკა "კონსილიუმ მედულა" საშვილოსნოს ყელის კიბოს მქონე პაციენტებს მკურნალობას თანამედროვე გაიდლაინებით სთავაზობს. პაციენტების მკურნალობის დაგეგმვა კლინიკაში ხდება კონსილიუმის წესით, რომელშიც წარმოდგენილია მულტიდისციპლინური გუნდი.
დიაგნოსტიკა
საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკისათვის ტარდება:
- Pap ტესტი
- გინეკოლოგის კონსულტაცია
- პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლპოსკოპია
- საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური კვლევა
- Მცირე მენჯის ღრუს Მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
- კომპიუტერული ტომოგრაფია
კლინიკა "კონსილიუმ მედულა" ჩართულია საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში. სკრინინგის Პროგრამაში ჩართვა საქართველოს მოქალაქე 25-60 წლის ასაკის ქალებისთვის უფასოდაა შესაძლებელი.
გაიგეთ მეტი საშვილოსნოს ყელი კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ
მკურნალობა
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ხდება კონსილიუმის წესით. დაავადების ადრეულ სტადიაზე მოწოდებულია ქირურგიული მკურნალობა. ადგილობრივად გავრცელებული ფორმის დროს, ინიშნება კომბინირებული ქიმიო-სხივური თერაპია, ხოლო შორსწასული ფორმების დროს, მოწოდებულია სისტემური ქიმიოთერაპიის ჩატარება.
უკანასკნელ წლებში აღნიშნულ მეთოდს დაემატა ტარგეტული ე.წ სამიზნე თერაპია და იმუნოთერაპია, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მკურნალობის ეფექტურობა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, არსებობს მკურნალობის შემდეგი ვარიანტები:
დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, მკურნალობა მოიცავს ქირურგიულ ოპერაციას, ზოგ შემთხვევაში, დამატებით ან დამოუკიდებლად, სხივურ თერაპიას +/- ქიმიოთერაპიას.
იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნე მეტად გავრცელებულია, უმეტესწილად გამოიყენება სხივური თერაპია ქიმიოთერაპიასთან ერთად. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, მიზანშეწონილია ქირურგიული მკურნალობაც. ზოგ შემთხვევებში, საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობისას, გარდაუვალია საშვილოსნოს ამოკვეთა, რასაც თან სდევს ნაადრევი მენოპაუზა და უშვილობა.
იმ შემთხვევაში, თუ საშვილოსნოს ყელის კიბო განკურნებას არ ექვემდებარება, არსებობს გზები, რომელიც შეაფერხებს დაავადების პროგრესირებას, შეამცირებს ტკივილს და გააუმჯობესებს პაციენტთა ცხოვრების ხარისხს.
დაავადებები
- ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა
- ადენოკარცინომა
- ადენოსქვამოზური კარცინომა
- Წვრილუჯრედოვანი ნეიროენდოკრინული კარცინომა
- სარკომა