საკვერცხის კიბო მიეკუთვნება ქალის რეპროდუქციული ორგანოების ონკოლოგიურ დაავადებათა ჯგუფს, რომლის დროსაც სიმსივნური პროცესი ვითარდება საკვერცხეებში, ფალოპის მილებში ან პერიტონეუმში.
კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" საკვერცხის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა მიმდინარეობს უახლესი გაიდლაინების და აპარატურის გამოყენებით. გინეკოლოგი, ონკოქირურგი, კლინიკური ონკოლოგი და მორფოლოგი მუშაობენ ერთ გუნდად, კონსილიუმის პრინციპით და არჩევენ პაციენტზე პერსონალურად მორგებულ მკურნალობის გეგმას.
დიაგნოსტიკა
საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირების ეტაპები მოიცავს:
- გინეკოლოგის კონსულტაციას
- ტრანსვაგინალურ და მენჯის ღრუს ულტრაბგერით კვლევას
- საჭიროების შემთხვევაში, CA-125-ის განსაზღვრას სისხლში
ასევე, ექიმმა შეიძლება დანიშნოს კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ან PET სკანირება, როგორც დიაგნოსტიკური პროცესის ნაწილი. ერთადერთი გზა საკვერცხის კიბოს საბოლოო დიაგნოსტირებისთვის ბიოფსიაა.
საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირების გამოყენებულ ტესტებსა და პროცედურებს შორისაა:
- მცირე მენჯის ღრუს ულტრაბგერა
- Მცირე მენჯის და მუცლის ღრუს მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია
- ონკომარკერ CA-125 ანალიზი
- დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია
მკურნალობა
ყველა პაციენტის ინდივიდუალური შემთხვევის გათვალისწინებით, ინიშნება შემდეგი ტიპის მკურნალობა:
- დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია დაავადების მორფოლოგიური ვერიფიკაციის მიზნით
- ქირურგიული მკურნალობა: ლაპარატომია
- HIPEC ინტრაოპერაციული ჰიპერთერმული ქიმიოთერაპია
- პოსტოპერაციულად ინტრაპერიტონეალური პორტის იმპლანტაცია
- ინოვაციური თერაპიული მკურნალობა ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ქიმიოთერაპიული მედიკამენტებით
დაავადებები
- საკვერცხის ეპითელური კიბო
- საკვერცხის გერმინოგენული კიბო
- საკვერცხის სტრომული კიბო
- Საკვერცხის წვრილუჯრედოვანი კიბო