პულმონოლოგია

კლინიკა "კონსილიუმ მედულას" პულმონოლოგიის განყოფილება მართავს და მკურნალობს სასუნთქი გზების როგორც ქრონიკულ, ასევე, მწვავე დაავადებებს უახლესი გაიდლაინების და პროტოკოლების მიხედვით. 

დიაგნოსტიკა

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს შემდეგი სახის კვლევები:

  • ყველა სახის ლაბორატორიული კვლევა
  • ბრონქოსკოპია
  • პლევროექოსკოპია
  • სპირომეტრია (ფილტვების და ბრონქების ფუნქციონალური მდგომარეობის შესწავლა)
  • რენტგენი
  • კომპიუტერული ტომოგრაფია

ყველაზე მნიშნელოვანია პაციენტის კომფორტი და უსაფრთხოება, ამიტომ, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი მანიპულაცია ტარდება მსუბუქი სედაციის ქვეშ, რომლის დროსაც პაციენტის მდგომარეობას კვალიფიციური ანესთეზიოლოგი აკონტროლებს. Საჭიროების შემთხვევაში, ხდება ბიოფსიური მასალის აღება და შემდგომი მორფოლოგიური კვლევა.

მკურნალობა

კლინიკა "კონსიულიუმ მედულაში" სასუნთქი გზების დაავადებების მართვა  ხდება უახლესი გაიდლაინების და პროტოკოლების მიხედვით. Საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ტაქტიკას ადგენს მრავალპროფილური კონსილიუმი. კლინიკას აქვს ამბულატორიული, დღის და ღამის სტაციონარისა და ინტენსიური თერაპიის მომსახურება.

დაავადებები

  • Მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი
  • ასთმა
  • პნევმონია
  • Სარკოიდოზი
  • ბრონქოექტაზიები

ჩვენი ექიმები