კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ამბულატორიული ქირურგიის დეპარტამენტში სრულდება შემდეგი მცირე ქირურგიული ოპერაციები და სადიაგნოსტიკო მანიპულაციები:
- თორაკოცენტეზი დრენირებით
- ლაპაროცენტეზი დრენირებით
- მსხვილნემსიანი cor-ბიოფსია
- ასპირაციული FNA-ბიოფსია
- კანის წარმონაქმნების punch-ბიოფსია
- გულმკერდის კედელში ჩაზრდილი ფილტვის ფიქსირებული სიმსივნის cor-ბიოფსია ექოსკოპიის კონტროლით
- ფილტვის და შუასაყრის წარმონაქმნების ტრანსთორაკალური ბიოფსია კტ-კონტროლით
- პროსტატის ტრანსრექტალური ბიოფსია
- სადიაგნოსტიკო ცისტოსკოპია
- თეძოს ძვლის ტრეპანობიოფსია
- მკერდის ძვლის ტვინის ასპირაცია
- სარძევე ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნების მარკირება, მეტალის კლიპის ან ღუზა მიმმართველის გამოყენებით
სადიაგნოსტიკო ქირურგიული მანიპულაციები ტარდება რადიოლოგიური კონტროლით, ადგილობრივი ან i.v. ანესთეზიით.
კლინიკაში ფუნქციონირებს მორფოლოგიური ლაბორატორია, სადაც ტარდება კვლევები შემდეგი მიმართულებით:
- მორფოლოგია
- იმუნოჰისტოქიმია
- ციტოლოგია
- in situ ჰიბრიდიზაცია (FISH ან CISH) კვლევა