ოპერაციის წინა დღეს, საღამოს 19:00 საათის შემდეგ არ მიიღოთ საკვები;
- ოპერაციის დღეს არ დალიოთ სითხეები (მათ შორის წყალი);
- ოპერაციის დღეს პირის ღრუს ჰიგიენური პროცედურები უნდა ჩაიტაროთ ისე, რომ წყალი არ გადაყლაპოთ;
- მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით ექიმი მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რომელი მედიკამენტი შეგიძლიათ მიიღოთ ოპერაციამდე ან ოპერაციის დღეს და რომელი არა. აუცილებლად მიჰყევით ექიმის მიერ მოცემულ ინსტრუქციას;
- ოპერაციამდე არ მოიხმაროთ თამბაქო;
- თუ დააფიქსირებთ თქვენი ფიზიკური მდგომარეობის რაიმე სახის ცვლილებას, როგორიცაა გაციება, სიცხე ან გრიპის სიმპტომები, აუცილებლად მიაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია თქვენს ექიმს;
- თუ არსებობს ორსულობის ალბათობა, აუცილებლად გააფრთხილეთ ქირურგი ამის შესახებ.
იმისათვის, რომ სტაციონარში გატარებული დღეები კომფორტული იყოს, ოპერაციის წინა დღეს მოამზადეთ და თან იქონიეთ შემდეგი ნივთები:
- მობილური ტელეფონი და დამტენი
- ყურსასმენები
- სათვალე
- გასართობად: წიგნი, ჟურნალი, გაზეთი
- თუ ფხიზლად გძინავთ, სასურველია თან იქონიოთ ყურის საცობები
- თვალის საძილე ნიღაბი
- სავარცხელი
- თუ აპირებთ ლეპტოპის წამოღებას, არ დაგავიწყდეთ მისი დამტენი
- საცვლები, წინდები და მაისურები საკმარისი ოდენობით
- თავისუფალი მოსასხამი ან ხალათი, რომელშიც თავს კომფორტულად გრძნობთ
- სახლის ჩუსტები, რომლის ძირიც არ ცურავს
- წამლები, რომელსაც რეგულარულად იღებთ (თუკი რაიმე პრეპარტს რეგულარულად იღებთ, აუცილებლად აცნობეთ ექიმს ამის შესახებ)
- სახისა და თმის მოვლის საშუალებები
- თქვენი სპეციალური საჭიროების ნივთები, როგორიცაა ტამპონი, საფენები, პროთეზის დასამაგრებელი, და ა.შ.
- კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა და დეოდორანტი
- ელასტიური გეტრი