ხშირად დასმული კითხვები

დამიფინანსდება თუ არა ოპერაცია?

ოპერაციის დაფინანსების სხვადასხვა ტიპი არსებობს: სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევა, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, კერ­ძო სადაზღვევო კომპანია, მერია, გამგეობა, რეფერალური პროგრამა. მაქსიმალური დაფინანსების მისაღებად შეგიძლიათ ეტაპობრივად მი­მართოთ თითოეულ მათგანს. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ან გჭირ­დებათ დახმარება დაფინანსებასთან დაკავშირებით, ჩვენი კლინიკის მენეჯერი დაგეხმარებათ და გასცემს პასუხს ყველა თქვენს შეკითხვას. 

დეტალური ინფორმაცია ოპერაციის დაფინანსების შესახებ.
 

რა დრო სჭირდება დაფინანსების მიღებას?

დაფინანსებაზე პასუხის მიღება მოითხოვს გარკვეულ დროს. აღნიშნუ­ლი პერიოდი, როგორც წესი, მოიცავს 1 კვირიდან 2 თვემდე პერიოდს. 

დეტალური ინფორმაცია ოპერაციის დაფინანსების შესახებ.

მოქმედებს თუ არა თქვენთან კერძო სადაზღვევო კომპანიის დაფინანსება?

კლინიკა "კონსილიუმ მედულა" არის როგორც სახელმწიფო, ასევე, მრა­ვალი კერძო სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი. დეტალურ ინფორმა­ციას სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით მოგაწვდიან კლინიკის მენეჯერები. 

დეტალური ინფორმაცია ოპერაციის დაფინანსების შესახებ.

როგორ გავიგებ ოპერაციის დროს?

წინასაოპერაციო პროცედურების გავლის შემდეგ ექიმი, ექიმის ასის­ტენტი ან კლინიკის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი დაგი­კავშირდებათ და შეგატყობინებთ, რომელ დღეს დაიგეგმა თქვენი ოპე­რაცია და რომელ საათზე უნდა მოხვიდეთ კლინიკაში. 

რა უნდა ვიქონიო თან ოპერაციის დღეს?

კლინიკა მოგაწვდით ერთჯერად ხალათს, ჩუსტებს და საწოლის თეთ­რეულს. თან იქონიეთ პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთები (კონკრეტულად მათი გამოყენების შესახებ კონსულტაცია გაიარეთ მკურ­ნალ ექიმთან, რიგ ოპერაციებზე, ჩარევის მიდამოს მიხედვით, აკრძალუ­ლია პირადი ჰიგიენის ზოგიერთი საშუალების გამოყენება), გამოსაცვ­ლელი მსუბუქი საღამურები, ხალათი და ჩუსტები. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თან იქონიოთ თქვენთვის სასურველი თეთრეული. ოპერაცი­ის დღეს თან უნდა იქონიოთ ვენების ელასტიური გეტრი (ექიმის მითითე­ბით). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ანესთეზიოლოგი. 

ნახეთ ჩვენი რეკომენდაცია, თუ რა უნდა იქონიოთ თან ოპერაციის დღეს.

საჭიროა თუ არა გამწმენდი ოყნა ოპერაციამდე?

ეს დამოკიდებულია ოპერაციის ტიპზე და ხანგრძლივობაზე. თუ მსგავსი საჭიროება არსებობს, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ოპერაციამდე, ანესთეზიოლოგთან კონსულტაციის დროს. 

ოპერაციის დღეს გამიკეთებენ თუ არა რაიმე გამოკვლევას?

გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (მაგ. გლუკოზის გადამეორება ოპერაციამდე და სხვა), ოპერაციამდე ყველა სტანდარტული გამოკვლევა უკვე ჩატარებული გექნებათ. 

რა არის ოპერაციის ყველაზე ხშირი გართულებები?

პაციენტების უმეტესობას ოპერაციის შემდეგ გართულებები არ აღენიშ­ნებათ. თუმცა, ნებისმიერი ოპერაციის დროს არსებობს პოტენციური რისკები, რომელსაც მკურნალი ექიმი ოპერაციამდე გაგაცნობთ. 

როდის შეიძლება ახლობლების ნახვა?

სტაციონარულ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ პაციენტის მონახუ­ლების საათებია 17:00­-19:00. ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათ­ვალისწინებით, შესაძლებელია კლინიკაში შეზღუდული იყოს პაციენტის ახლობლების დაშვება. 

შეიძლება თუ არა პალატაში ახლობლის დარჩენა?

ახლობლის პალატაში დარჩენა არ შეიძლება, გარდა პაციენტის მდგო­მარეობის გათვალისწინებით გამონაკლისი შემთხვევებისა. ყველა სხვა სტანდარტულ შემთხვევაში, ახლობელს შეუძლია დარჩეს პალატაში დამატებითი საწოლდღის თანხის გადახდის შემთხვევაში. 

ვის უნდა დავუკავშირდე კითხვების შემთხვევაში?

თქვენი მკურნალი ექიმი მოგაწვდით საჭირო საკონტაქტო ნომრებს. თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს და ექიმის ასისტენტს.