ოპერაციის შემდეგ

ოპერაციის შემდეგ თქვენ გადაგიყვანენ პოსტოპერაციულ პალატაში. გარკვეუ­ლი დროის განმავლობაში თქვენს მდგომარეობას დააკვირდებიან სპეციალუ­რი მონიტორის საშუალებით. პოსტოპერაციული პერიოდის გასვლის შემდეგ გადაგიყვანენ ქირურგიულ პალატაში.

ოპერაციის დასრულებისთანავე, ქირურგი დეტალურ ინფორმაციას მიაწვ­დის თქვენს ახლობლებს ოპერაციის შედეგებისა და თქვენი მდგომარეობის შესახებ.

ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია გქონდეთ კათეტერები, დრენაჟები. გარკვე­ული პერიოდის განმავლობაში იქნებით მძინარე მდგომარეობაში. პოსტოპე­რაციულ პალატაში ოპერაციის შემდეგ მნახველები არ დაიშვებიან. გარკვეული პერიოდის შემდეგ შეძლებთ მიიღოთ სითხეები და ექიმის მიერ განსაზღვრუ­ლი მსუბუქი საკვები. ახლობლებთან შეგეძლებათ ტელეფონით კონტაქტი.

სტაციონარში ნახვის საათებია 15:00­-20:00. დაიშვება მხოლოდ თითო მნახვე­ლი, რიგრიგობით.

რამდენ ხანს მოგიწევთ კლინიკაში დარჩენა
 

საავადმყოფოში თქვენი დაყოვნება დამოკიდებულია ოპერაციის ტიპზე, ანესთეზიაზე და თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებაზე.

თუ ჩაგიტარდებათ მცირე ქირურგიული ჩარევა (დღის სტაციონარის პირობებ­ში), ოპერაციის დასრულებიდან 1-­3 საათში გაეწერებით.

საავადმყოფოდან გაწერა
 

კლინიკიდან გაწერის დღეს ექიმი გაგესაუბრებათ და ყველა საჭირო რეკომენდაციას წერილობით მოგცემთ. გაწერის შემდეგ, ექიმის მითითებით თქვენ და­გიბარებენ შეხვევის პროცედურებზე.