კლინიკაში "კონსილიუმ მედულა" თქვენი ვიზიტის დაგეგმვა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი:
- თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ კლინიკის ცხელი ხაზის ნომერზე: (995 32) 212 20 02 და ჩვენი ოპერატორი დაგეხმარებათ ვიზიტის დაჯავშნაში თქვენთვის სასურველ დროს. ცხელი ხაზი მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა, 09:00-დან 18:00 საათამდე.
- თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ კლინიკაში ვიზიტი ონლაინ, ამისათვის საჭიროა, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებათ კლინიკის წარმომადგენელი, დააზუსტებს თქვენი ვიზიტის დეტალებს და დაგიდასტურებთ ვიზიტის დროს.
კლინიკაში ვიზიტამდე თქვენ, ასევე, მიიღებთ sms შეტყობინებას ვიზიტის დადასტურების შესახებ.
ვიზიტის დაგეგმვისას დარწმუნდით, რომ იცით, სად მდებარეობს ჩვენი კლინიკა, ასევე, კლინიკის რომელ კორპუსშია დაგეგმილი თქვენი ვიზიტი.