გადახდა და დაფინანსება

ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების გადახდა

ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების გადახდა კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით - ნებისმიერი სახის საბანკო ბარათით. სერვისების ღირებულების გადახდა ხორციელდება წინასწარ, კლინიკის რეგისტრატურაში.

ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების ფასები შეგიძლიათ დააზუსტოთ კლინიკის საინფორმაციო ცენტრის ნომერზე: (032) 212 20 02

თანადაფინანსება კერძო სადაზღვევო კომპანიებისგან 

"კონსილიუმ მედულა" თითქმის ყველა კერძო სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი კლინიკაა. იმის მიხედვით, თუ რომელი კერძო დაზღვევით სარგებლობთ, დაფინანსების სხვადასხვა წესი მოქმედებს.

თუ თქვენ სარგებლობთ ჯიპიაი ჰოლდინგის ჯანმრთელობის დაზღვევით, მოქმედებს შემდეგი წესი:

  • კორპორაციული დაზღვევით ამბულატორიული სერვისების თანადაფინანსების მიღება შეგიძლიათ კლინიკიდან გაუსვლელად. ადგილზე გადაიხდით მხოლოდ თანაგადახდის თანხას, თქვენი პოლისის შესაბამისი პირობებით;
  • ინდივიდუალური დაზღვევით ამბულატორიულ და დიაგნოსტიკურ სერვისებზე აუცილებელია ოჯახის ექიმის მიმართვა. 

თუ თქვენ სარგებლობთ თი ბი სი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევით, მოქმედებს შემდეგი წესი:

  • ამბულატორიული სერვისების დაფინანსების მიღება ასევე შესაძლებელია კლინიკიდან გაუსვლელად, ადგილზე გადაიხდით მხოლოდ თანაგადახდის თანხას. 

თუ თქვენ გსურთ, წინასწარ მოიპოვოთ დაფინანსება სხვა  კერძო სადაზღვევო კომპანიებიდან, ამ შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი წესი:

  • კლინიკიდან სადაზღვევო კომპანიაში ელექტრონულად გადაიგზავნება ფორმა # 100 და კალკულაცია, ან სადაზღვევო კომპანიაში წარადგენთ დოკუმენტაციის დედანს.
  • დაფინანსების მიღების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი სადაზღვევო კომპანია, რის შემდეგაც საგარანტიო წერილი გამოიგზავნება კლინიკის ელექტრონულ ფოსტაზე.

ყველა სხვა შემთხვევაში (არდი, ირაო, გლობალ ბენეფიტს ჯორჯია) კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეულთათვის, კლინიკის სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი მოგიმზადებთ ყველა აუცილებელ დოკუმენტს, რაც გესაჭიროებათ სადაზღვევო კომპანიაში წარსადგენად და პრემიის მისაღებად. 

თანადაფინანსების სხვა წყაროები

დაფინანსების მოპოვება იმ შემთხვევაში, თუ არ სარგებლობთ კერძო დაზღვევით,  შესაძლებელია  გამგეობიდან, მერიიდან, რეფერალური პროგრამით ან სხვა სახელმწიფო უწყებებიდან. იმის მიხედვით, თუ რომელ დამფინანსებელ ორგანიზაციას მიმართავთ, საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:

თბილისის მერია

შენიშვნა: თბილისის მერიიდან თანადაფინანსების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ 1.000 ლარზე მეტი ღირებულების სერვისებზე.

 

  • თუ თქვენ გსურთ მოიპოვოთ დაფინანსება თბილისის მერიიდან, კლინიკიდან აიტვირთება ფორმა # 100 და კალკულაცია, თქვენ თავად არ მოგიწევთ დოკუმენტების წარდგენა.
  • თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (sms) დაფინანსების მიღების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოთ კლინიკაში.
თბილისის გამგეობა

შენიშვნა: თბილისის გამგეობიდან თანადაფინანსების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ 1.000 ლარზე ნაკლები ღირებულების სერვისებზე.

 

  • თბილისის გამგეობიდან თანადაფინანსების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ 1.000 ლარზე ნაკლები ღირებულების სერვისებზე.
  • თუ თქვენ გსურთ მოიპოვოთ დაფინანსება თბილისის გამგეობიდან (იურიდიული მისამართის შესაბამისად), კლინიკიდან აიტვირთება ფორმა N100 და კალკულაცია, ხელზე გაგატანენ მოთხოვნის ფურცელს, რომელიც თავად უნდა წარადგინოთ გამგეობაში.
საქართველოს სოლიდარობის ფონდი
  • თუ თქვენ გსურთ მოიპოვოთ დაფინანსება საქართველოს სოლიდარობის ფონდიდან (რეფერალური პროგრამა), კლინიკიდან აიტვირთება ფორმა #100 და კალკულაცია;  ხელზე გაგატანენ მოთხოვნის ფურცელს, რომელიც თავად უნდა წარადგინოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, წერეთლის გამზ . N 144)
  • თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (sms) დაფინანსების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოთ კლინიკაში. 
რაიონული მუნიციპალიტეტის მერია
  • თუ თქვენ გსურთ მოიპოვოთ დაფინანსება რაიონული მუნიციპალიტეტის მერიიდან (იურიდიული მისამართის შესაბამისად), კლინიკიდან მიგაქვთ ფორმა #100 და კალკულაცია, რომელიც თავად უნდა წარადგინოთ მუნიციპალიტეტის მერიაში.
  • დაფინანსების მიღების შემთხვევაში, უნდა მიხვიდეთ მუნიციპალიტეტის მერიაში და აიღოთ დაფინანსების საგარანტიო წერილი, რომელიც უნდა წარმოადგინოთ კლინიკაში.