Covid-19-ის პანდემიის დროს კლინიკაში მოქმედებს შემდეგი უსაფრთხოების წესები:
- აუცილებელია კლინიკაში ვიზიტის წინასწარი დაგეგმვა. ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია კლინიკის ცხელი ხაზის საშუალებით: (032) 212 20 02 ან ონლაინ, სარეგისტრაციო ფორმის შევსების გზით;
- კლინიკის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია;
- კლინიკის ტერიტორიაზე შესვლისას აუცილებელია ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით და დეზობარიერის გავლა.
კლინიკაში ყოფნისას აუცილებელია:
- პირბადის ტარება;
- ხელების რეგულარული დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
- უსაფრთხო დისტანციის დაცვა.
კლინიკის პერსონალის, პაციენტებისა და ვიზიტორების უსაფრთხოებისათვის კლინიკის ადმინისტრაცია ცდილობს მაქსიმალურად დაიცვას ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმები. კერძოდ, კლინიკის ტერიტორიაზე რუტინულად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.