კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ქირურგიული დეპარტამენტის ძირითად მიმართულებას ქირურგიული ონკოლოგია წარმოადგენს. ქირურგიული დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია არაერთი ოპერაცია და დიაგნოსტიკური მანიპულაცია, რომელიც საქართველოში პირველად "კონსილიუმ მედულაში" ჩატარდა.
ქირურგიული განყოფილების კლინიკური გუნდი აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და ხელმძღვანელობს თანამედროვე გაიდლაინებით.
კლინიკა "კონსილიუმ მედულას“ ქირურგიული გუნდის უმაღლესი კვალიფიკაცია განაპირობებს წარმატებულ ოპერაციებს ონკოლოგიური პრინციპების სრული დაცვით.
უროლოგიური ქირურგია
კლინიკის უროლოგიური ქირურგიის განყოფილება მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:
- ონკოუროლოგია
- ზოგადი უროლოგია
- უროგინეკოლოგია
სრულდება სტანდარტული ქირურგიული ოპერაციები ღია, ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიული მეთოდით: თირკმელზე, თირკმელზედა ჯირკვლებზე, შარდსაწვეთზე, შარდის ბუშტზე, წინამდებარე ჯირკვალზე და გარეთა სასქესო ორგანოებზე.
მცირე მენჯის ქირურგიულ გუნდში ერთიანდებიან - ონკოუროლოგი, ონკოქირურგი, ონკოგინეკოლოგი. სრულდება მასშტაბური, რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ოპერაციები მცირე მენჯის ღრუში გავრცელებული რეციდივული სიმსივნეების დროს.
- წინა ეგზენტერაცია
- უკანა ეგზენტერაცია
- სრული ეგზენტერაცია
- რეგიონული და გაფართოებული ლიმფადენექტომია
- საშარდე რეზერვუარის ფორმირება, შარდის დერივაციის მიზნით