კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ქირურგიული დეპარტამენტის ძირითად მიმართულებას ქირურგიული ონკოლოგია წარმოადგენს. ქირურგიული დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია არაერთი ოპერაცია და დიაგნოსტიკური მანიპულაცია, რომელიც საქართველოში პირველად "კონსილიუმ მედულაში" ჩატარდა.
ქირურგიული განყოფილების კლინიკური გუნდი აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და ხელმძღვანელობს თანამედროვე გაიდლაინებით.
კლინიკა "კონსილიუმ მედულას“ ქირურგიული გუნდის უმაღლესი კვალიფიკაცია განაპირობებს წარმატებულ ოპერაციებს ონკოლოგიური პრინციპების სრული დაცვით.
თორაკალური ქირურგიაში ოპერაციები ტარდება როგორც ღია, ისე მცირეინვაზიური, თორაკოსკოპიული მეთოდით.
- საყლაპავის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
- ფილტვის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
- შუასაყრის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
- პლევრის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
- დიაფრაგმის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა
ტარდება შემდეგი დიაგნოსტიკური პროცედურები:
- შუასაყრის სიმსივნეების, ლიმფური კვანძების ბიოფსია, როგორც ნემსით და კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით, ასევე, თორაკოსკოპიული მეთოდით
- პლევრის ბიოფსია