ინფექციური სნეულებები

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ინფექციური დაავადებების განყოფილება უზრუნველყოფს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტული ეტიოლოგიის ინფექციათა დროულ დიაგნოსტიკას, კომპლექსურ მართვასა და გართულებათა პრევენციას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპებისა და საერთაშორისო კლინიკური გაიდლაინების შესაბამისად.

ინფექციური დაავადებების განყოფილების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ონკოლოგიური პაციენტების კომპლექსური შეფასება ქიმიო- ან იმუნოთერაპიის დაწყებამდე, ინფექციური გართულებების რისკის მაქსიმალური შემცირების მიზნით. ასევე, ქიმიოთერაპიით ინდუცირებული იმუნოსუპრესიის ფონზე განვითარებული ინფექციების, მათ შორის ოპორტუნისტული ინფექციების, კვალიფიციური მართვა. 

კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ აქვს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის პროცესში განვითარებული თანმხლები ინფექციური გართულებების ჯეროვანი მკურნალობის და მართვის მრავალწლიანი გამოცდილება.

განყოფილება, საჭიროებისამებრ, ახორციელებს პრეოპერაციულ პერიოდში ინფექციონისტის კონსულტაციას, პაციენტის ინდივიდუალურ რისკ-ფაქტორთა შეფასებასა და პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნას, რაც უზრუნველყოფს პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების რისკის შეფასებასა და მის მინიმიზაციას.

დიაგნოსტიკა

კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ პაციენტს აქვს შესაძლებლობა ჩაიტაროს ინსტრუმენტულ - ლაბორატორიული კვლევები დიაგნოზის ვერიფიცირების მიზნით.

  • ანთების მარკერების განსაზღვრა (CRP, PCT, IL-6 და სხვა)
  • ბიოლოგიური სითხეების (სისხლი, ნახველი, ჩირქი, ლიქვორი, შარდი, განავალი)  ბაქტერიოლოგიური ანალიზი
  • ანტიბიოტიკოგრამა
  • სეროლოგიური კვლევები

მკურნალობა

ინფექციური დაავადებების მკურნალობა კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ ხორციელდება თანამედროვე საერთაშორისო კლინიკური გაიდლაინებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპების შესაბამისად.

კლინიკის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს წარმოადგენს მულტიდისციპლინური კონსილიუმის მოდელი, რომლის ფარგლებში ინფექციონისტთან ერთად მონაწილეობენ შინაგანი მედიცინის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, მათ შორის თერაპევტი, პულმონოლოგი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი, ნევროლოგი, რაც უზრუნველყოფს პაციენტის მდგომარეობის კომპლექსურ შეფასებასა და ინდივიდზე მორგებული, ოპტიმალური სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრას.

დაავადებები

  • ნაწლავური ინფექციები
  • კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები
  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
  • საშარდე სისტემის ინფექციები
  • ჰერპესვირუსული ინფექციები
  • ზოონოზური ინფექციები
  • პარაზიტული ინფექციები
  • სოკოვანი ინფექციები
  • ოპორტუნისტული ინფექციები

როდის მივმართოთ ექიმ-ინფექციონისტს?

ექიმ-ინფექციონისტს უნდა მიმართოთ, თუ აღგენიშნებათ:

  • ტემპერატურის მატება 
  • კანის ან ლორწოვანი გარსების გამონაყარი
  • მშრალი ან პროდუქტიული ხველა
  • ტკივილი, წვა ან დისკომფორტი შარდვის დროს
  • ლიმფური კვანძების გადიდება
  • ნაწლავთა გახშირებული მოქმედება
  • გულისრევა, ღებინება
  • საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა
  • სიყვითლე (კანის ან თვალების გაყვითლება)
  • ჭრილობის ინფიცირების ნიშნები (სიწითლე, შეშუპება, ჩირქი)
  • იმუნოსუპრესიული მდგომარეობა და ინფექციის სიმპტომები
  • მოგზაურობის შემდეგ განვითარებული სიმპტომები

ჩვენი ექიმები