მარიამ აჭარაძე, MD

მარიამ აჭარაძე 2025  წლიდან კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ინფექციონისტია. მისი საექიმო საქმიანობა მოიცავს ბაქტერიული, ვირუსული, პროტოზოული ინფექციების, ჰელმინთოზისა და მიკოზების დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობას. 

მარიამ აჭარაძე მუშაობდა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკასა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფექციონისტად.

იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის და საქართველოს უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის მიწვეული ლექტორია. 

დაავადებები

  • ბაქტერიული ინფექციები
  • ვირუსული ინფექციები
  • ჰელმინთოზი
  • მიკოზები
  • პროტოზოული ინფექციები

განათლება

2021-2024 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი, ინფექციური სნეულებების სპეციალობით

2014-2020 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა

პროფესიული წევრობა
  • ევროპის კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების საზოგადოების ESCMID-ის წევრი
პუბლიკაციები

„Corynebacterium striatum-Induced Meningitis in a Non-immunocompromised Patient“

რეფერენსი:

Halpern SD, Ubel PA, Caplan AL. Solid-organ transplantation in HIV-infected patients. N Engl J Med. 2002 Jul 25;347(4):284-7.