ანა კაშია, MD

ანა კაშიას კლინიკური საქმიანობა მოიცავს გინეკოლოგიური დაავადებების სრული სპექტრის დიაგნოსტიკას, თერაპიულ მკურნალობას და ქირურგიულ ჩარევებს, როგორც მცირე ინვაზიური (ლაპაროსკოპია), ისე ღია ქირურგიული მეთოდით.  2018 წლიდან მუშაობს „მედიქლაბ ჯორჯიას“ ოპერაციული გინეკოლოგიის დეპარტამენტში, 2025 წლიდან კლინიკა „ნეოლაბში“ მეან-გინეკოლოგის პოზიციაზე. 

2023 წელს გაიარა სტაჟირება საფრანგეთში, ესტენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (Estaing University Hospital) - კვალიფიკაციის ასამაღლებელი პრაქტიკული კურსი ოპერაციულ გინეკოლოგიასა და რეპროდუქტოლოგიაში. ამავე პერიოდში გაიარა ტრენირება CiCE ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო ცენტრში.

ანა კაშია ასევე ეწევა აკადემიურ საქმიანობას - 2023 წლიდან არის ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (ფიზიოლოგია, ნეიროფიზიოლოგია).

სერვისები

ამბულატორიული გინეკოლოგია:

  • გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია  
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები
  • პრემენსტრუალური სინდრომი
  • კლიმაქტერიული სინდრომი და ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია
  • ენდომეტრიოზი
  • უშვილობის დიაგნოსტიკა (ჰისტეროსალპინგოგრაფია, სონოჰისტეროგრაფია)  და   მკურნალობა
  • ქალის   სასქესო ორგანოების ანთებითი  დაავადებები
  •  სქესობრივად გადამდები ინფექციები
  • შარდის სტრესული  შეუკავებლობა
  • საშვილოსნოს ყელის დაავადებები (დიაგნოსტიკა, ამბულატორიული და/ან ქირურგიული მკურნალობა)

ქირურგიული გინეკოლოგია:

  • ტრადიციული ქირურგია (ღია და ვაგინალური ქირურგია)
  • მინიინვაზიური (ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია) 
  • ესთეტიკური გინეკოლოგია
  • გენიტალური პროლაფსის ქირურგიული კორექცია

განათლება

2012 - 2018 წწ. – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი

2020-2025 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის რეზიდენტურის პროგრამა

2023 წ. - საფრანგეთი, კლერმონ  ფერანდი, მცირეინვაზიური  ქირურგიის სამ თვიანი კურსი

პროფესიული წევრობა
  • ევროპის საერთაშორისო ენდოსკოპიური გინეკოლოგიის ასოციაციის (ESGE) 
  • ონკოლოგიის ასოციაციის წევრი (ESGO)
პუბლიკაციები

მომხსენებელი ევროპის ენდოსკოპიური გინეკოლოგიის საერთაშორისო კონგრესებზე ESGE32, ESGE34, ESGE35 (ESGE)