შალვა სამხარაძე, MD

შალვა სამხარაძე გამოცდილი სპეციალისტია ენდოსკოპიურ მედიცინაში. მისი სპეციალიზაციაა სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების დაავადებების მართვა. მისი 13 წლიანი გამოცდილება მოიცავს გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას და ბრონქოსკოპიას, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ ზუსტი დიაგნოზი და, შედეგად, ეფექტიანი მკურნალობა.

2013-2016 წწ. მუშაობად რუსეთში, ტვერის ოლქში, ქ. ტორჟოკის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, ექიმი-ქირურგის, ექიმი-ექოსკოპისტის, ექიმი-ენდოსკოპისტის სპეციალობით. 2016-2018 წწ. ქუთაისის აკ. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის ზოგადქირურგიული განყოფილებაში - უმცროს ექიმად, შემდგომ მორიგე ქირურგად.  2017-2019 წწ. მუშაობდა ქ. ქუთაისში,  ონკოლოგიის ცენტრის - შპს „უნიმედ აჭარას“ ქირურგიულ განყოფილებაში მორიგე ქირურგად, „ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს“ ქირურგიული განყოფილების მორიგე ქირურგად და „კლინიკა ბომონდის“ ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2019-2022 წწ. იყო წალკის „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის - წალკის სამედიცინო დაწესებულება“ - ექიმი-ქირურგი, ექიმი-ექოსკოპისტი, ექიმი-ენდოსკოპისტი. 2022 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრში“, ქირურგიულ და ამბულატორულ განყოფილებაში, ზოგადი ქირურგის, ექიმი-ენდოსკოპისტის, ექიმი-ენდოსონოგრაფისტის პოზიციაზე.

დაავადებები

  • სასუნთქი სისტემის დაავადებები
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

სერვისები

  • გასტროსკოპია
  • კოლონოსკოპია
  • ბრონქოსკოპია

განათლება

2004 – 2010 წ. - რუსეთი, ქ. ტვერის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, სამკურნალო ფაკულტეტი;

2010 – 2011 წ. - რუსეთი, ქ. ტვერის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, დამატებითი პროფესიონალური განათლების ფაკულტეტი, ქირურგიის კათედრა, ინტერნატურა, სპეციალობა - ქირურგია;

26.09.2011 – 22.10.2011 წ. - საბაზისო სავარჯიშო კურსის „ენდოსკოპიური ქირურგიის“ გავლა. თემა: „ნაკლებადინვაზიური ენდოვიდეოტექნოლოგიები ქირურგიაში და გინეკოლოგიაში“.

2011 – 2013 წ. - რუსეთის ფედერაცია, ქ. ტვერის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, დამატებითი პროფესიონალური განათლების ფაკულტეტი, ქირურგიის კათედრა, ორდინატურა, სპეციალობა - ქირურგია;

13.10.2014 – 30.01.2015 წ. - რუსეთის ფედერაცია, ქ. ტვერის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, დამატებითი პროფესიონალური განათლების ფაკულტეტი, პროფესიული გადამზადება, სპეციალობა - ენდოსკოპია;

31.08.2015 – 07.12.2015 წ. - რუსეთის ფედერაცია, ქ. ტვერის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, დამატებითი პროფესიონალური განათლების ფაკულტეტი, პროფესიული გადამზადება, სპეციალობა - ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა;

22.09.2011 – 22.10.2011 წ. - რუსეთის ფედერაცია, ქ. ტვერის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, დამატებითი პროფესიონალური განათლების ფაკულტეტი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები - ლაპაროსკოპიული ქირურგია.

დეკემბერი 2016 წ. – საქართველოს სერტიფიკატი სპეციალობაში „ქირურგია“.

15 ივნისი 2017 წ. - საქართველოს სერტიფიკატი სუბსპეციალობაში „გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა“.

13 დეკემბერი 2017 წ. - საქართველოს სერტიფიკატი სუბსპეციალობაში „ენდოსკოპია“ (გასტროსკოპია, კოლონოსკოპია).

20 - 21 მარტი 2023 წ. - სავარჯიშო კურსი ქ. პრაღის „კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში“. თემა: „Medical Expert Training in EUS“.

19.02.2024 – 01.03.2024 წ. - გადამზადების პროგრამის სერტიფიკატი „რადიაციული უსაფრთხოების საკითხები“-ში.

8 აგვისტო 2025 წ. - საქართველოს სერტიფიკატი სუბსპეციალობაში „ენდოსკოპია“ (ბრონქოსკოპია).