თამარ ჭითანავა

თამარ ჭითანავა 2025 წლიდან კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ქირურგი გინეკოლოგი და ონკოგინეკოლოგია. მისი საექიმო საქმიანობა მოიცავს გინეკოლოგიური დაავადებების სრული სპექტრის დიაგნოსტიკას, თერაპიულ მკურნალობას და ქირურგიულ ჩარევებს, როგორც მცირე ინვაზიური მეთოდებით, ისე ლაპაროსკოპიული ქირურგიით. 

2006 წლიდან თამარ ჭითანავა მუშაობდა ქირურგ-გინეკოლოგად დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, 2012-2015 წლებში - ოპერაციული გინეკოლოგიის ხელმძღვანელად მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში; 2015-2017 წლებში - გინეკოლოგიური სამსახურის უფროსად თოდუას კლინიკაში, 2017 წლიდან - კი ქირურგ-გინეკოლოგად და ონკოგინეკოლოგად მედიქლაბ-ჯორჯიაში.

თამარ ჭითანავას გავლილი აქვს  სტაჟირების არაერთი კურსი ევროპისა და აშშ-ს წამყვან კლინიკებში: ლაპაროსკოპიულ გინეკოლოგიაში - კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი; ოსკარ ლამბრეს ცენტრი, ლილი, საფრანგეთი; ჰელიოს ჰოსპიტალი, ჰიდესჰაიმი, გერმანია; სლოუნ კეთერინგის ონკოცენტრი, ნიუ-იორკი, აშშ; მასტერკლასი რადიკალურ ქირურგიაში ონკოგინეკოლოგიაში, მადრიდი, ესპანეთი; კოლპოსკოპია და სასქესო სისტემის დაავადებების ტრენინგი, სტამბული, თურქეთი.

სერვისები 

ამბულატორიული გინეკოლოგია:

  • გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია  
  • მენსტრუალური ციკლის   დარღვევები
  • პრემენსტრუალური სინდრომი
  • კლიმაქტერიული სინდრომი და ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია
  • ენდომეტრიოზი
  • უშვილობის დიაგნოსტიკა (ჰისტეროსალპინგოგრაფია, სონოჰისტეროგრაფია)  და   მკურნალობა
  • ქალის   სასქესო ორგანოების ანთებითი  დაავადებები
  •  სქესობრივად გადამდები ინფექციები
  • შარდის სტრესული  შეუკავებლობა
  • საშვილოსნოს ყელის დაავადებები (დიაგნოსტიკა, ამბულატორიული და/ან ქირურგიული მკურნალობა)

ქირურგიული გინეკოლოგია:

  • ტრადიციული ქირურგია (მუცელკვეთა, ვაგინალური მიდგომა)
  • მინიინვაზიური (ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია) გინეკოლოგიური და ონკო-გინეკოლოგიური ქირურგია
  • მინიინვაზიური პროცედურები ესთეტიკურ გინეკოლოგიაში 
  • ვაგინოპლასტიკა ქირურგიული მეთოდით
  • გენიტალური პროლაფსის ქირურგიული კორექცია

განათლება

2002-2004 წწ. კლინიკური  ორდინატურა, ოდესის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უკრაინა                             

2004-2008 წწ. კლინიკური ასპირანტურა, ოდესის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უკრაინა

2008 წ. მიენიჭა მედიცინის დოქტორის წოდება ოდესის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, უკრაინა

2010 წ. ევროპის უნივერსიტეტის დიპლომი ოპერაციული ენდოსკოპიურ გინეკოლოგიაში, კლერმონ-ფერანი, საფრანგეთი

პროფესიული წევრობა

თამარ ჭითანავა არის აშშ-ის და ევროპის საერთაშორისო ონკოგენკოლოგიის და ლაპაროსკოპიული გინეკოლოგიის ასოციაციების წევრი