თამარ გიორგაძე

თამარ გიორგაძე 2025 წლიდან კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ონკოგინეკოლოგია. მისი საექიმო საქმიანობა მოიცავს გინეკოლოგიური დაავადებების სრული სპექტრის დიაგნოსტიკას, თერაპიულ და ქირურგიულ მკურნალობას. 

2013 წლიდან თამარ გიორგაძე მუშაობდა დავით გაგუას კლინიკაში, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში, სამედიცინო ცენტრ “ინოვაში”, დავით   ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში. თამარ გიორგაძეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ტრადიციულ (მუცელკვეთა, ვაგინალური მიდგომა), ისე მინიინვაზიურ (ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია) გინეკოლოგიურ და ონკოგინეკოლოგიურ ქირურგიაში.

მას გავლილი აქვს  სტაჟირების არაერთი კურსი ევროპისა და აშშ-ს კლინიკებში: Cliniques Universitaires Saint Luc Bruxelles -ის კოლორექტული ქირურგიის დეპარტამენტი (ბრიუსელი, ბელგია); Hôpital Européen Georges Pompidou (HUPO)-ის ქირურგიული გინეკოლოგიის დეპარტამენტი (პარიზი, საფრანგეთი); Merci Medical Center (ბალტიმორი, აშშ); Lifespan Cancer institute (პროვიდენსი, RI, აშშ). 

თამარ გიორგაძე 2020 წლიდან არის მიწვეული ლექტორი მეან-გინეკოლოგიასა და ონკოგინეკოლოგიაში ევროპის უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში (GAU).  

სერვისები 

ამბულატორიული გინეკოლოგია:

  • კოლპოსკოპია
  • გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია  
  • მენსტრუალური ციკლის   დარღვევები
  • პრემენსტრუალური სინდრომი
  • კლიმაქტერიული სინდრომი და ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია
  • ენდომეტრიოზი
  • უშვილობის დიაგნოსტიკა (ჰისტეროსალპინგოგრაფია, სონოჰისტეროგრაფია)  და   მკურნალობა
  • ქალის   სასქესო ორგანოების ანთებითი  დაავადებები
  • სქესობრივად გადამდები ინფექციები
  • შარდის სტრესული  შეუკავებლობა
  • საშვილოსნოს ყელის დაავადებები (დიაგნოსტიკა, ამბულატორიული და/ან ქირურგიული მკურნალობა)

ქირურგიული გინეკოლოგია და ონკოგინეკოლოგია:

სხვადასხვა გინეკოლოგიური/ონკოგინეკოლოგიური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა ტრადიციული (მუცელკვეთა, ვაგინალური) და მინიინვაზიური (ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია) მიდგომებით: 

  • საშვილოსნოს მიომა (მათ შორის ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები)
  • საშვილოსნოს ტანისა და ყელის პოლიპი
  • საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა ხარისხის დისპლაზია (კონიზაცია)
  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია
  • საშვილოსნოს განვითარების ანომალიები (საშვილოსნოს ღრუს სრული და არასრული ტიხარი, დისმორფული საშვილოსნოს ღრუ, საშვილოსნოს ღრუსშიდა შეხორცებები)
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა 
  • ჰიდროსალპინგსი (გაფართოებული ფალოპის მილი) 
  • საკვერცხის კისტა (მათ შორის, ორგანოშემანარჩუნებელი ჩარევები)
  • ენდომეტრიოზი/ადენომიოზი
  • გენიტალური პროლაფსი (საშოს კედლების დაწევა)
  • საკეისროსშემდგომი ნაწიბურის უკმარისობა ,,ნიშა"
  • ონკოგინეკოლოგიური პათოლოგიები (ენდომეტრიუმის, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე)
  • მინიინვაზიური პროცედურები ესთეტიკურ გინეკოლოგიაში (ლაბიოპლასტიკა, ინიექციური მეთოდები) 
  • ვაგინოპლასტიკა ქირურგიული მეთოდით, ასევე, ძაფებით (thread lifting)

განათლება

2005-2011 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი

2011-2013 წწ. ხარკოვის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო  აკადემია (უკრაინა), კლინიკური ორდინატურა

პუბლიკაციები/მოხსენებები
  • Laparoscopically Assisted Radical Vaginal Hysterectomy: A Good Option for Early-Stage Cervical Cancer. Oral presentation at the International Federation of Gynecology and Obstetrics (FIGO) Congress, 2018.
  • Single-Institution Retrospective Analysis of Ovarian Cancer Outcomes from the Middle Eastern Republic of Georgia. Published in the Indian Journal of Gynecologic Oncology, April 2022.
  • Three Consecutive Cases of Intravenous Leiomyomatosis: A Single-Institution Experience Over Three Years. Poster presentation at the European Society for Gynaecological Endoscopy (ESGE) Congress, 2024.