„კონსილიუმ მედულას“ რადიოლოგიაში რეზიდენტების მომზადების უფლება მიენიჭა და მალე პირველ რეზიდენტებს მიიღებს. ახალგაზრდა ექიმებს საშუალება ექნებათ, რადიოლოგიაში პროფესიული მომზადება კლინიკაში გაიარონ.
რეზიდენტურის პროგრამას „კონსილიუმ მედულას“ რადიოლოგი ირაკლი ტატიშვილი გაუძღვება. ბატონი ირაკლი 2000 წლიდან რადიოლოგად მუშაობს. მისი ექსპერტიზა მოიცავს თავის ტვინის, კისრის, ხერხემლის, გულმკერდის, მუცლის ღრუსა და მენჯის დაავადებების დიაგნოსტიკას. რეზიდენტების მომზადებაში ჩართული იქნება „კონსილიუმ მედულას“ რადიოლოგთა გუნდიც. გამოცდილი სპეციალისტები ახალგაზრდა კოლეგებს ყოველდღიურ პრაქტიკაში გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას.
რეზიდენტები სწავლებას კლინიკის დიაგნოსტიკურ დეპარტამენტში გაივლიან, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით, კომპიუტერული ტომოგრაფით, მამოგრაფით, დენსიტომეტრით, ულტრაბგერითი და რენტგენის აპარატებით
„კონსილიუმ მედულა“ მუდმივად ზრუნავს სამედიცინო განათლების განვითარებასა და ახალი თაობის სპეციალისტების მომზადებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოცდილი ექიმების ცოდნა და პრაქტიკა ახალგაზრდა კოლეგებს გადაეცეს. ეს კი, საბოლოოდ, პაციენტებისთვის უფრო ზუსტ და ხარისხიან დიაგნოსტიკას უზრუნველყოფს.