ძუძუს კიბო

რა არის ძუძუს კიბო
 

ძუძუს კიბო სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა, დაავადება უმეტესწილად 40-70 წლამდე ასაკის ქალებში გვხვდება. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის WHO  მიერ  2020 წელს გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოში ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა ქალებში ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს შორის. ქალებში დასმული კიბოს დიაგნოზებიდან ყოველი მესამე ძუძუს კიბოზე მოდის.

ნიშანდობლივია, რომ ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა ყოველწლიურად მცირდება, რაც გამოწვეულია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკით (ძუძუს კიბოს სკრინინგი) და მკურნალობის გაუმჯობესებული მეთოდოლოგიით.

რისკ-ფაქტორები
 

ძუძუს კიბო შესაძლებელია დაკავშირებული იყოს შემდეგ რისკ-ფაქტორებთან:

  • მავნე ჩვევები-თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება;
  • ჭარბი წონა;
  • დაბალი ფიზიკური აქტივობა;
  • უშვილობა, გვიანი ორსულობა (პირველი ორსულობა >30 წელზე) ან ხანმოკლე ლაქტაცია;
  • მენსტრუაციის ნაადრევი (12 წლამდე ასაკში) დაწყება;
  • გვიანი მენოპაუზა- ციკლის შეწყვეტა 55 წლის შემდეგ;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური საშუალებების ხანგრძლივი მიღება;
  • ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია;
  • ძუძუს კიბოს შემთხვევები I და II რიგის ნათესავებში;
  • ანამნეზში უკვე განკურნებული ძუძუს კიბო;
  • ანამნეზში გულმკერდის ღრუს ორგანოების სხივური თერაპია.

ამა თუ იმ რისკ-ფაქტორის არსებობა არ ნიშნავს, რომ სიმსივნე აუცილებლად წარმოიქმნება. ზოგჯერ ძუძუს კიბო რისკ-ფაქტორების არარსებობის შემთხვევაშიც შეიძლება განვითარდეს.

სიმპტომები
 

ძუძუს კიბოს დროს გამოვლენილი ყველაზე ხშირი  სიმპტომებია:

  • სარძევე ჯირკვალში მკვრივი და მოძრაობაში შეზღუდული უმტკივნეულო წარმონაქმნი;
  • დვრილის ჩაბრუნება, დეფორმაცია;
  • დვრილიდან გამონადენი;
  • ძუძუს კანის ფერისა და სტრუქტურის ცვლილება (ე.წ ფორთოხლის კანი);
  • სარძევე ჯირკვლის სიწითლე, შეშუპება, დაწყლულება;
  • სარძევე ჯირკვლის ზომის და ფორმის ცვლილება;
  • წარმონაქმნი იღლიის, ლავიწზედა და ლავიწქვედა ფოსოში.

პრევენცია
 

  • რეგულარული პროფილაქტიკური გასინჯვა და სკრინინგი. ძუძუს გამოკვლევა და მამოლოგთან ვიზიტი პროფილაქტიკური გასინჯვისთვის რეკომენდებულია:
    • 18-დან 35 წლამდე - 3 წელიწადში ერთხელ;
    • 35 წლიდან - ყოველწლიურად;
    • 40 წლის შემდეგ, 2 წელიწადში ერთხელ რეგულარულად ძუძუს კიბოს სკრინინგი.
  • ყოველთვიური თვითგასინჯვა;
  • ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარების შემცირება/შეწყვეტა;
  • ყოველდღიური ვარჯიში;
  • Ნორმასთან მიახლოვებული წონის შენარჩუნება;
  • ჯანსაღი კვება: ხილ-ბოსტნეულით და კალციუმით მდიდარი საკვების  მიღება,  რაციონში წითელი ფერის ხორცის და ნახევარფაბრიკატების მიღების შეზღუდვა.

 

ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა კლინიკაში "კონსილიუმ მედულა"

 

დიაგნოსტიკა
 

"კონსილიუმ მედულაში" 40-70 წლის ქალებისთვის შესაძლებელია ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა. სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უფასოდ ტარდება შემდეგი კვლევევები:

  • მამოლოგის გასინჯვა;
  • მამოგრაფიული გამოკვლევა;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში:
    • ძუძუს ექოსკოპია
    • წარმონაქმნის წვრილნემსიანი ბიოფსია და მასალის ციტოლოგიური კვლევა

გაიგეთ მეტი ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის შესახებ.

ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკა "კონსილიუმ მედულაში" მოიცავს შემდეგ კვლევებს:

  • ფიზიკალური გასინჯვა-პალპაცია (ხელით გასინჯვა);
  • 2D მამოგრაფია; 
  • 3D მამოგრაფია-ტომოსინთეზი;
  • სარძევე ჯირკვლის და რეგიონული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • სარძევე ჯირკვლის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია  (საჭიროებისამებრ).

სიმსივნური წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში:

  • წარმონაქმნის მსხვილნემსიანი ბიოფსია (cor-ბიოფსია);
  • წარმონაქმნის/ლიმფური კვანძის ასპირაციული ბიოფსია (FNA-ბიოფსია);
  • ძუძუს სტერეოტაქტური ბიოფსია;
  • ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური, მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმური კვლევა.
უყურეთ
ვიდეორგოლს

მკურნალობა
 

ძუძუს კიბოს მკურნალობის მეთოდებია:

  • ქირურგიული მკურნალობა;
  • სისტემური ქიმიოთერაპია:
    • ოპერაციის წინ (ნეოადიუვანტური)
    • პროფილაქტიკური (ადიუვანტური)
  • სხივური თერაპია;
  • ჰორმონოთერაპია;
  • იმუნოთერაპია;
  • მიზანმიმართული (ტარგეტული) თერაპია.

ძუძუს კიბოს დიაგნოსტირების, კლინიკური სტადიის დადგენის შემდეგ მკურნალობის გეგმას განსაზღვრავს და კონსილიუმზე განიხილავს კლინიკური ონკოლოგი. 

დაავადების საწყის სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში, ოპტიმალურია ოპერაციული მკურნალობა. დაავადების აგრესიული ან ადგილობრივად გავრცელებული ფორმის დროს რეკომენდებულია ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია, ტარგეტული თერაპია ან ჰორმონოთერაპია. ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაციული მკურნალობისას, სიმსივნის ზომაში შემცირებისათვის ოპერაციის წინ ტარდება ქიმიოთერაპიაც.

ძუძუს კიბოს მკურნალობას კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" სხვადასხვა სპეციალისტების: მამოლოგის, კლინიკური ონკოლოგის, რადიოლოგისაგან შემდგარი კონსილიუმი წარმართავს. გუნდურობის პრინციპი უზრუნველყოფს მკურნალობის პროცესის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობას.

ძუძუს კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

ჩვენი ექიმები