ძუძუს სტერეოტაქტური ბიოფსია, ისევე როგორც კლინიკაში დანერგილი 3D მამოგრაფიული კვლევა, უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების დიაგნოსტიკაში. ამ პროცედურის დროს სარძევე ჯირკვლის ქსოვილიდან ბიოფსიური მასალის აღება ხორციელდება მამოგრაფიული კონტროლით.
ძუძუს სტერეოტაქტური ბიოფსიის შედეგად შესაძლებელია სარძევე ჯირკვლის იმ დაზიანებების გამოკვლევა, რომლებიც ვერ იდენტიფიცირდება ულტრაბგერითი კვლევით. პროცედურისას პათოლოგიურ კერაში შესაძლებელია ჩაიდგას კლიპ-მარკერი ან მიმმართველი - მეტალის ღუზა სარძევე ჯირკვლის დაზიანებული უბნის მოსანიშნად და შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდეს ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაცია.
"კონსილიუმ მედულაში" ტარდება როგორც სტერეოტაქტური COR-ბიოფსია (მსხვილნემსიანი ბიოფსია), ასევე , VAB-ბიოფსია (ვაკუუმ-ასისტირებული ბიოფსია).
პროცედურა ნაკლებად ტრავმულია, კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით, ტარდება ამბულატორიულ პირობებში. ბიოფსიის პროცედურის შემდეგ ქსოვილი იგზავნება ჰისტომორფოლოგიურ ლაბორატორიაში. კვლევის პასუხს პაციენტი 10 დღეში იღებს.