თირკმლის კიბო

თირკმლის კიბოს დაავადების დროს სიმსივნური უჯრედები ჩნდება თირკმელში. დაავადება ცნობილია თირკმელუჯრედოვანი კიბოს სახელითაც, რომელიც ამ ტიპის სიმსივნეების ყველაზე ხშირი პათომორფოლოგიური ვარიანტია.

თირკმლის  კიბოს მკურნალობას კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" უროლოგის, კლინიკური ონკოლოგისა და რადიოლოგისაგან შემდგარი კონსილიუმი წარმართავს. გუნდურობის პრინციპი უზრუნველყოფს მკურნალობის პროცესის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობას.

დიაგნოსტიკა

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" თირკმლის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობის მეთოდის განსაზღვრა ხდება კონსილიუმის წესით. გამოცდილი სპეციალისტების - უროლოგის, ქირურგის, კლინიკური ონკოლოგის, რადიოლოგისა და პათომორფოლოგისაგან შემდგარი გუნდი პაციენტისათვის შეიმუშავებს მაქსიმალურად ინდივიდუალიზებულ, საერთაშორისო სახელმძღვანელო მითითებებით მოწოდებულ მკურნალობის გეგმას.

თირკმლის სიმსივნის დიაგნოსტიკისათვის ტარდება:

  • თირკმლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • მუცლის ღრუს  გამოკვლევა
  • უროგრაფია (თირკმლის რენტგენოლოგიური გამოკვლევა კონტრასტული ნივთიერებების საშუალებით)
  • რადიონუკლეიდური სკანირება
  • კომპიუტერული და/ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • ფილტვების, გულმკერდის ღრუსა და მენჯის ორგანოების რენტგენოგრაფია
  • ძვლების სცინტიგრაფია

მკურნალობა

თირკმლის კიბოს მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიულია.

  • ნაწილობრივი ნეფრექტომია - თუ სიმსივნე არ არის დიდი ზომის, შესაძლებელია მხოლოდ თირკმლის დაზიანებული ნაწილის მოკვეთა.
  • რადიკალური ნეფრექტომია - ქირურგი ამოკვეთს დაზიანებულ თირკმელს სრულად და/ან მიმდებარე ქსოვილთან, ლიმფურ კვანძებთან და თირკმელზედა ჯირკვალთან ერთად. Როგორც წესი, პაციენტების უმრავლესობა ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას ერთი თირკმლით.
  • ლაპაროსკოპული ნეფრექტომია - ლაპაროსკოპული ნეფრექტომია ღია ოპერაციასთან შედარებით ნაკლებად ტრავმულია და ხორციელდება ყველა ონკოლოგიური პრინციპის დაცვით. თირკმლის ლაპაროსკოპული რეზექცია შესაძლოა გახდეს თირკმლის ღია წესით რეზექციის ალტერნატივა იმ პაციენტებში, ვისაც თირკმლის პერიფერიაზე შედარებით მცირე ზომის სიმსივნეები აქვთ.
  • მკურნალობის მინიმალურად ინვაზიური მეთოდები - ქირურგიული ჩარევის შესაძლო ალტერნატივად მიჩნეულია რადიოსიხშირული აბლაცია, კრიოაბლაცია, მაღალინტენსიური ფოკუსირებული ულტრაბგერითი აბლაცია და მიკროტალღური აბლაცია.
  • მულტიდისციპლინური მიდგომა - თირკმლის კიბოს გავრცელებული დაავადების შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს მედიკამენტური მკურნალობისა და/ან ქირურგიული ჩარევის კომბინაცია.
  • მედიკამენტური მკურნალობა მოიცავს:
    • იმუნოთერაპიულ პრეპარატებს, რაც აძლიერებს პაციენტის იმუნურ სისტემას და ამგვარად ებრძვის სიმსივნეს;
    • ტარგეტულ პრეპარატებს, რაც მოქმედებს უშუალოდ სიმსივნურ უჯრედში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესზე და არ იწვევს ნორმალური უჯრედის დაზიანებას;
    • ქიმიოპრეპარატებს, რაც დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა.
  • აქტიური დაკვირვება - იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნე მცირე ზომისაა, შესაძლებელია მოლოდინის ტაქტიკის გამოყენება, რაც გულისხმობს  რეგულარულ გამოკვლევებს და დაკვირვებას.

დაავადებები

თირკმლის კიბოს პათომორფოლოგიური ვარიანტები, რომელთა დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია "კონსილიუმ მედულაში", შემდეგია:

  • ნათელუჯრედოვანი თირკმელუჯრედოვანი კარცინომა
  • პაპილარული თირკმელუჯრედოვანი კარცინომა
  • მედულარული კარცინომა
  • ნათელუჯრედოვანი პაპილარული კარცინომა
  • გარდამავალუჯრედოვანი კარცინომა
  • თირკმელუჯრედოვანი კარცინომა სარკომატოიდული ვარიანტით

ჩვენი ექიმები