პროსტატის კიბო

პროსტატის კიბო წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის WHO მონაცემებით, მამაკაცთა ავთვისებიან სიმსივნურ პათოლოგიებში ის რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

დღეისათვის პროსტატის კიბოს გამოვლენა უკვე შესაძლებელია პირველი ნიშნების გაჩენამდე, სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრით, ანუ PSA ტესტით. PSA-ს დონის მკვეთრი მომატება პროსტატის კიბოს არსებობის ალბათობაზე მიუთითებს. Პროსოტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე პროცესი არ სცილდება პროსტატის ჯირკვალს, რაც წარმატებული მკურნალობისა და გამოჯანმრთელების საწინდარია.

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა მიმდინარეობს უახლესი საერთაშორისო გაიდლაინებისა და  თანამედროვე აპარატურის გამოყენებით. დიაგნოსტიკური ალგორითმის და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა ხდება კონსილიუმის პრინციპით, უროლოგის, კლინიკური ონკოლოგის, მორფოლოგისა და რადიოლოგის მონაწილეობით.

დიაგნოსტიკა

პროსტატის კიბოს სკრინინგი, რომელიც PSA ტესტირებას ითვალისწინებს, პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებაა. 

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" მოქმედებს პროსტატის კიბოს მართვი  სახელმწიფო პროგრამა. პროგრამაში ჩართვა უფასოა საქართველოს მოქალაქეობის მქონე 50-70 წლის კაცებისთვის. გაიგეთ მეტი პროსტატის კიბოს მართვის პროგრამის შესახებ.                                                                                          

დიაგნოზის დაზუსტების, პროცესის გავრცელებისა და სტადიის დადგენის მიზნით გამოკვლევის საშუალებებია:

  • გასინჯვა სწორი ნაწლავიდან (რექტალური გასინჯვა)
  • Პროსტატის სიმსივნის ბიოფსია მასალის მორფოლოგიური შესწავლით
  • Მაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრაფია
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • Ჩონჩხის სცინტიგრაფია
  • Პროსტატსპეციფიკური  მემბრანული ანტიგენის გამოკვლევა
  • პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია -PSMA PET- რადიოაქტიური პრეპარატით

Მკურნალობა

პროსტატის კიბოს მკურნალობის მეთოდებია: ქირურგიული, სხივური თერაპია და წამლისმიერი: ჰორმონული, ქიმიო-  და იმუნოპრეპარატებით. ეს მეთოდები გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე,  ერთმანეთთან კომბინაციაში. 

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებში ოპერაცია ტარდება ლაპაროტომიული მიდგომით, რომლის დროს შესაძლებელია რადიკალური პროსტატექტომია და, სათანადო  ჩვენებით, მენჯის ლიმფური კვანძების ამოკვეთა. Საჭიროებისამებრ, გამოცდილ სპეციალისტთა კონსილიუმი გადაწყვეტს მკურნალობის გაგრძელებას სხივური თერაპიით და/ან მედიკამენტებით. მკურნალობის პროცესს მართავს კლინიკური ონკოლოგი.

  • დაავადების ადგილობრივად გავრცელებული ფორმის დროს ტარდება ქირურგიული მკურნალობა: რადიკალური პროსტატექტომია +/- მენჯის ლიმფოდისექცია;
  • Როდესაც  დაბალი ავთვისებიანობის პოტენციალის  მქონე  სიმსივნე  მოიცავს  პროსტატის ჯირკვალს,  გამოიყენება Სხივური თერაპია;
  • Როდესაც სიმსივნე  სცდება პროტატის ჯირკვალს და მოიცავს ირგვლივ მდებარე ქსოვილებს,  ინიშნება ჰორმონოთერაპია ( ანდროგენ დეპრივაციული თერაპია) + სხივური თერაპია;
  • დაავადების გავრცელებული (შორსწასული ფორმის დროს) მოწოდებულია მედიკამენტოზური ან ქირურგიული კასტრაცია;
  • პროსტატის კიბოს მკურნალობის მეთოდებს განეკუთვნება, ასევე: ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია.

ჩვენი ექიმები