ზოგადი თერაპია

კლინიკა "კონსილიუმ მედულას" შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი აერთიანებს კარდიოლოგიურ, პულმონოლოგიურ, რევმატოლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ, ნევროლოგიურ, გასტროენტეროლოგიურ და დერმატოლოგიურ განყოფილებებს. Შესაბამისი ჩივილების მქონე პაციენტების მართვა ხდება მრავალპროფილური კონსილიუმის მიერ, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად.

Შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის საქმიანობა, ასევე, მოიცავს ქირურგიული პაციენტის წინასაოპარაციო მომზადებას, ქირურგთან და ანესთეზიოლოგთან ერთად. 

დიაგნოსტიკა

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს შემდეგი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კლვევები:

  • ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი
  • ექოსკოპიური კვლევა
  • რენტგენოლოგიური კვლევა
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • ენდოსკოპიური კვლევა
  • ელექტრონეირომიოგრაფია
  • ელექტროკარდიოგრაფია და ექოკარდიოგრაფია
  • ელექტრომიოგრაფია 
  • დენსიტომეტრია 

მკურნალობა

პაციენტების მკურნალობა ხორციელდება მრავალპროფილური კონსილიუმის მიერ თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად. კონსილიუმში შინაგანი  მედიცინის ექიმების გარდა მონაწილეობენ კლინიკის სხვადასხვა განყოფილების ექიმები და, საჭიროების შემთხვევაში,  მოწვეული სპეციალისტები. 
ყველა წინასაოპერაციო პაციენტი ისინჯება თერაპევტის მიერ, უტარდება შესაბამისი გამოკვლევები, ხდება  თანმხლები დაავადების მართვა, ისე რომ მინიმუმდე შემცირდეს პოსტოპერაციული გართულებების რისკი. 

კლინიკას აქვს ამბულატორიული, დღის და ღამის სტაციონარისა და ინტენსიური თერაპიის მომსახურება.

კლინიკაში პაციენტებს შეუძლიათ სათანადო ჩვენებით მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში, რაც გააუმჯობესებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას და სიცოცხლის ხარისხს უახლესი პრეპარატების გამოყენებითი.