ოჯახის ექიმი

კლინიკა "კონსილიუმ მედულას" საოჯახო მედიცინის სამსახური მართავს პაციენტების მწვავე და ქრონიკულ პრობლემებს, ზრუნავს დაავადების ადრეულ გამოვლენაზე, რისკ-ფაქტორების შემცირებაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე. Საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმი მუშაობს კლინიკის დარგობრივ სპეციალისტებთან და ჰოსპიტალურ სექტორთან ერთად.

დიაგნოსტიკა

კლინიკა "კონსილიუმ მედულაში" პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს შემდეგი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კლვევები:

  • ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი
  • ექოსკოპიური კვლევა
  • რენტგენოლოგიური კვლევა
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • ენდოსკოპიური კვლევა
  • ელექტრონეირომიოგრაფია
  • ელექტროკარდიოგრაფია და ექოკარდიოგრაფია
  • ელექტრომიოგრაფია 
  • დენსიტომეტრია 

მკურნალობა

Პაციენტების მართვა ხდება უახლესი გაიდლაინებით და პროტოკოლებით. Საჭიროების შემთხვევაში, ხდება მრავალპროფილური კონსილიუმის შედგენა, ვიწრო სპეციალისტების მოწვევა ან მართვის პროცესში ჰოსპიტალური სექტორის ჩართვა. 

კლინიკას აქვს ამბულატორიული, დღის და ღამის სტაციონარისა და ინტენსიური თერაპიის მომსახურება.