კარდიოლოგია

კლინიკა "კონსილიუმ მედულას" კარდიოლოგიური განყოფილების ძირითადი მიზანია კარდიოლოგიური დაავადებების დროული დიაგნოსტიკა, სწორი მართვა და მეორეული პრევენცია განახლებული გაიდლაინებით და პროტოკოლებით. 

საჭიროების შემთხვევაში, კლინიკა "კონსილიუმ მედულას" წინასაოპერაციო პაციენტები გადიან მაღალკვალიფიციური კარდიოლოგის კონსულტაციას, რაც უზრუნველყოფს მათ სწორ მომზადებას ქირურგიული ჩარევისათვის და მინიმუმამდე დაყავს პოსტოპერაციული გართულებების რისკი.

დიაგნოსტიკა

კლინიკაში არსებული სადიაგნოსტიკო აპარატურა ხელს უწყობს დაავადების სწორ დიაგნოსტირებას, მწვავე და ქრონიკული პროცესების დიფერენცირებას და სწორ მენეჯმენტს. კლინიკაში შესაძლებელია შემდეგი კარდიოლოგიური დიაგნოსტიკური სერვისების მიღება:

  • კარდიოლოგის კონსულტაცია
  • ელექტროკარდიოგრამა
  • ექოკარდიოგრაფია
  • ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი 

მკურნალობა

მწვავე და ქრონიკული დაავადების დროული დიაგნოსტიკა და სწორი მართვა, რაც მოიცავს არსებული ინსტრუმენტული და ლაბორატორიული სადიაგნოსტიკო მეთოდების გამოყენებას.
საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების მართვის ტაქტიკის დადგენა ხდება მრავალპროფილური კონსილიუმის მიერ.

დაავადებები

  • ტკივლი გულის არეში, რაც მოიცავს მწვავე და არსებული ქრონიკული დაავადების გამწვავების სწორ მართვას
  • გულის უკმარისობა
  • სინუსური ტაქიკარდია, სინუსური ბრადიკარდია
  • წინაგულების თრთოლვა/ციმციმი
  • წინაგულოვანი და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია
  • მულტიფოკალური წინაგულოვანი ტაქიკარდია
  • არტერიული ჰიპერტენზია
  • პერიკარდიტი
  • ფილტვის თრომბოემბოლია
  • კარდიოვასკულური დაავადებების პირველადი და მეორეული პრევენცია