პროფესორ გურამ უნგიაძის საქმიანობა მოიცავს მრავალწლიან კლინიკურ და სამეცნიერო გამოცდილებას ქირურგიასა და ენდოსკოპიაში, რომელიც მან დააგროვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. 1990 წლიდან იგი მოღვაწეობდა ქ. მოსკოვში, ნ. ბლოხინის სახელობის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში, სადაც პროფესიული კარიერა დოქტორანტურით დაიწყო და ენდოსკოპიური განყოფილების გამგის თანამდებობით განაგრძო. 2016–2025 წლებში კი ხელმძღვანელობდა ბრონქოლოგიისა და ინტერვენციული პულმონოლოგიის დეპარტამენტს შპს „თოდუას კლინიკაში".
დაავადებები
- სასუნთქი სისტემის დაავადებები
- საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
სერვისები
- ბრონქოსკოპია
- ლარინგოსკოპია
1982 წ. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი - დისერტაციის თემა „კუჭის კიბოს კომპლექსური ბრონქოენდოსკოპიური და რადიოიმუნოლოგიური დიაგნოსტიკა“. დიპლომი N015694
1994 წ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - დისერტაციის თემა „ხორხის, ტრაქეის და ბრონქების კიბოსნაირ, სიმსივნურ და არამსივნურ-ანთებითი დაავადებების ლაზერული დესტრუქცია“. დიპლომი N001633
2007 წ. პროფესორი (ონკოლოგია)