მირანდა მიმინოშვილის კლინიკური საქმიანობის 25+ წლიანი გამოცდილება აქვს. 1999 წლიდან იგი მუშაობდა ექიმი-ენდოკრინოლოგის პოზიციაზე ისეთ კლინიკებში, როგორიცაა აფხაზეთის ა/რ გლდანის დევნილთა პოლიკლინიკა, შ.პ.ს. ,,თბილისის მეტრო“-ს პოლიკლინიკა, დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანტროპოსი“, შ.პ.ს. ,,დიაკორი“, ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა, სს ევექსის დიდუბის პოლიკლინიკა.
2008 წლიდან ის ეწევა აქტიურ აკადემიურ საქმიანობას - იყო კიევის სლავისტიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობის საქართველოში, მედიცინის ფაკულტეტის (სასწავლო კურსი პროპედევტიკა) სასწავლო კურსის ხელმძღვანელი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი (სასწავლო კურსი - პათოლოგია); ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ პროფესორი (სასწავლო კურსი - ენდოკრინოლოგია).
დაავადებები
- შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2, ტიპი1)
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, მათ შორის ონკოთირეოდოლოგია
- მეტაბოლური დარღვევები: სიმსუქნე, ინსულინრეზისტენტობა, პრედიაბეტი, დისლიპიდემია
- თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები
- ჰიპოფიზის დაავადებები
- ქალთა ენდოკრინული რეპროდუქტოლოგია
- ოსტეოპოროზი
- პარათირეოიდული ჯირკვლის დაავადებები
2009 წ. - სადისერტაციო ნაშრომი ,,საშვილოსნოს ლეიომიომის და ინტაქტური მიომეტრიუმის ულტრასტრუქტურული თავისებურებები“
2007 წ. - საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტურა სპეციალობით ,,ჰისტოლოგია, ციტოლოგია და ემბრიოლოგია“
1999 წ. – ქ. თბილისის საერო ინსტიტუტი ,,გაენათი“, სამკურნალო ფაკულტეტი, სპეციალობით - სამკურნალო საქმე
EASD დიპლომის შემდგომი განათლების კურსი კლინიკურ დიაბეტოლოგიაში - თბილისი, საქართველო 2018 - კურსში მონაწილეობის სერტიფიკატი
EASD დიპლომის შემდგომი განათლების კურსი კლინიკურ დიაბეტოლოგიაში - სოფია, ბულგარეთი 2015 - კურსში მონაწილეობის სერტიფიკატი
EASD დიპლომის შემდგომი განათლების კურსი კლინიკურ დიაბეტოლოგიაში - თბილისი, საქართველო 2015 - კურსში მონაწილეობის სერტიფიკატი
EASD დიპლომის შემდგომი განათლების კურსი კლინიკურ დიაბეტოლოგიაში - პრაღა, ჩეხეთი 2015 - კურსში მონაწილეობის სერტიფიკატი
მედიკოსთა XXIX საერთაშორისო სკოლა - ,,ბაკურიანი 2011“ - კონფერენციაზე, მომხსენებლის სერტიფიკატი
2019 IDF - კონგრესი, ბუსანი - პოსტერის მოხსენება - ავტორი / ობსტრუქციული ძილის აპნოე ასოცირდება ვასკულური ენდოთელური ზრდის ფაქტორის მომატებულ დონესთან შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებში
2019 IDF - კონგრესი, ბუსანი - პოსტერის მოხსენება - ავტორი / ძვლის მაღალი მინერალური სიმკვრივე და ოსტეოპოროზის მაღალი სიხშირე შაქრიანი დიაბეტის მქონე პოსტმენოპაუზურ ქალებში: მეტი არ ნიშნავს უკეთესს
2019 IDF - კონგრესი, ბუსანი - პოსტერის მოხსენება - ავტორი ბადურის ცვლილებების დაჩქარება ასოცირებულია ჰიპოგლიკემიებთან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში
2017 IDF -კონგრესი, აბუ-დაბი- პოსტერის მოხსენება - ავტორი / ვიტამინი D-ს სტატუსის გავლენა მოსვენების მეტაბოლურ სიჩქარეზე, მეტაბოლური სინდრომის მქონე მოზრდილებში საქართველოში
ETA 2016 - კონგრესი, კოპენჰაგენი - პოსტერის მოხსენება - ავტორი / აუტოიმუნური თირეოიდიტის გავრცელება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის ჰიალინურ - ტრაბეკულური სიმსივნე, კლინიკური შემთხვევა