ხატია ქურციკაშვილის კლინიკური გამოცდილება 2018 წელს შპს „ კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იწყება, ექთნის პოზიციაზე. 2020-2023 წლებში იგი მუშაობდა ოჯახის ექიმის ასისტენტად შპს „იმედი-L”-ში და კლინიკა „რეიმანში“.
2023 წელს ხატია „კონსილიუმ მედულას“ გუნდს რევმატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე შემოუერთდა. 2025 წლიდან ის კლინიკის რევმატოლოგია.
ხატია ქურციკაშვილი ექვსი კლინიკური კვლევის კოორდინატორია.
დაავადებები
- შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, დერმატომიოზიტი, სისტემური სკლეროდერმია, შეგრენის სინდრომი) და სისტემური ვასკულიტები
- ანთებითი რევმატული დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, სერონეგატიური სპონდილოართროპათიები, ბეხტერევის დაავადება, ფსორიაზული ართრიტი, რეაქტიული ართრიტი, ართრიტი ნაწლავთა ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს, რევმატიზმი
- მიკროკრისტალური ართროპათიები (პოდაგრა, ქონდროკალცინოზი)
- ნებისმიერი ლოკალიზაციის ოსტეოართროზი (გონართროზი, კოქსართროზი, სპონდილოზი)
- ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება (ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი)
- სახსარგარე რბილი ქსოვილების დაავადებები
განათლება
2014-2020წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - სამკურნალო საქმე
2022-2025წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - რეზიდენტურა რევმატოლოგიაში