მაგდა მიდელაური, MD

2017-2018 წლებში  იყო ექთნის დამხმარე „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“.

2018-2020 წლებში მუშაობდა ემერჯენსის ექთნად „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.

2020-2022 წლებში იყო შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის (თერაპია) უმცროსი ექიმი „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.

2022 წელს იყო ნევროლოგიის დეპარტამენტის უმცროსი ექიმი „წმინდა მიქაელის ჰოსპიტალში“.

2023 წელს მუშაობდა ანგიოქირურგის ასისტენტად „ჯანმრთელობის ცენტრში“ და „კან-ვენის კლინიკაში“.

2022-2024 წლებში იყო ნევროლოგიის დეპარტამენტის უმცროსი ექიმი „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“. 

2024-2025 წლებში ნევროლოგის ასისტენტი და 2025 წლიდან ნევროლოგი კლინიკაში „კონსილიუმ მედულა“.

 

დაავადებები

  • სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილი, მათ შორის შაკიკის და კლასტერული თავის ტკივილის მკურნალობა მონოკლონური ანტისხეულების გამოყენებით (თანამედროვე მკურნალობის უახლესი მეთოდი) კლინიკური კვლევაში მონაწილეობის ფარგლებში
  • მწვავე და ქრონიკული ტკივილის თანამედროვე ინტერდისციპლინური მართვა დიაგნოსტიკური შკალების და დღიურების გამოყენებით, მკურნალობის სქემაში მტკივნეული წერტილების პარავერტებრული და კუნთოვანი ბლოკადა
  • ნეიროფსიქიატრიული დაავადებები - შფოთვითი და დეპრესიული დარღვევების, აკვიატებების, ფობიების (შიშების) შესაბამისი დიაგნოსტირება და მკურნალობა,  შემეცნებით-ქცევითი და რაციონალური ფსიქოთერაპიის ელემენტების ჩართვით
  • გაფანტული სკლეროზი და ნერვული სისტემის მადემიელინიზირებელი დაავადებები
  • მოძრაობითი დარღვევები
  • მეხსიერებასთან დაკავშირებული დარღვევების დიაგნოსტირება და მართვა
  • ნერვ-კუნთოვანი დაავადებები
  • ნეიროონკოლოგია - ცნს და პნს სიმსივნეები და პარანეოპლასტიური სინდრომები
  • ინსულტის მკურნალობა, პირველადი და მეორადი პრევენცია

განათლება

2013-2019 წწ  თსსუ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა, მედიცინის ფაკულტეტი

2022-2025 წწ   რეზიდენტურა ნევროლოგიაში -  წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი