მაკა ეგუტიძე

მაკა ეგუტიძე 2024 წლიდან კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ონკოქირურგი და მამოლოგია. მას ჩატარებული აქვს სარძევე ჯირკვლის სექტორული რეზექციის, მასტექტომიის, კანქვეშა მასტექტომიის და რადიკალური სექტორული რეზექციის არაერთი ოპერაცია. 

მაკა ეგუტიძის ქირურგიული გამოცდილება 2011 წლიდან იწყება უკრაინში. შემდეგ წლებში ის მუშაობდა ონკოქირურგად და მამოლოგად აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში, კლინიკებში: „რუსთავი“, „Familly”, „ლანცეტი“, „ახალი სიცოცხლე“, “კიბოს კვლევის ცენტრი“, „რუსთავის მეტალურგიის კლინიკა“ და უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში.

მაკა ეგუტიძე არის ორი კლინიკური კვლევის თანამკვლევარი. 2019 წლიდან ფლობს GCP სერთიფიკატს (NIDA Clinical Trials Network).  

დაავადებები

სარძევე ჯირკვლის პათოლოგიათა ქირურგიული მკურნალობა: კონსერვატიული მკურნალობა (საჭიროებისამებრ)

  • რადიკალური მოდიფიცირებული მასტექტომია
  • ლამბექტომია / რეგიონული ლიმფადენექტომია
  • კანქვეშა მასტექტომია ძუძუს თავის შენარჩუნებით/შენარჩუნების გარეშე  რეგიონული ლიმფადენექტომია
  • ტოტალური მასტექტომია
  • ძუძუს სექტორალური რეზექცია
  • ძუძუს დაზიანებული უბნის ამოკვეთა

განათლება

2007-2010 წწ. პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია, სამკურნალო საქმე 

2011- 2013 წწ. შუპიკის ნაციონალური სამედიცინო აკადემია (კიევი, უკრაინა), ონკოქირურგის ლიცენზია

2013 წ. სახელმწიფო სერტიფიკატი ონკოქირურგიაში