ლია პერტაიას 21 წლიანი სამედიცინო საქმიანობა მოიცავს ენდოკრინული დაავადებების მქონე პაციენტების ამბულატორიულ და სტაციონარულ მართვას. ლია პერტაია კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ 2010 წლიდან მუშაობს ენდოკრინოლოგად.
მუშაობდა ექიმ ენდოკრინოლოგად თსსუ ცენტრალური კლინიკის ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლოლოგიის დეპარტამენტში, რონალდ ჯეიმსის სახელობის დიაბეტიან ბავშვთა ბანაკის ენდოკრინოლოგ-ტრენერად, კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ ენდოკრინოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად.
ლია პერტაია არის 3 საერთაშორისო კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარი და 7 კვლევის თანამკვლევარი.
დაავადებები
- შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2, ტიპი1);
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, მათ შორის ონკოთირეოდოლოგია;
- მეტაბოლური დარღვევები: სიმსუქნე, ინსულინრეზისტენტობა, პრედიაბეტი, დისლიპიდემია;
- თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები;
- ჰიპოფიზის დაავადებები;
- ქალთა ენდოკრინული რეპროდუქტოლოგია;
- ოსტეოპოროზი;
- პარათირეოიდული ჯირკვლის დაავადებები.
სერვისები
- ენდოკრინული პაციენტის ამბულატორიული და სტაციონარული მართვა დაავადების გამოვლენიდან მკურნალობის ყველა ეტაპზე;
- შაქრიანი დიაბეტის ამბულატორიული და სტაციონარული მენეჯმენტი;
- ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი, დიაგნოსტიკა, პრეოპერაციული და პოსტოპერაციული მართვა;
- ენდოკრინული დაავადებების ამბულატორიული და სტაციონარული მართვა ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში;
- იმუნოთერაპიასთან ასოცირებული გვერდითი მოვლენების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
1997-2003 წწ. თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი
2004-2007 წწ. თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლოლოგიის კათედრა, დიპლომისშემდგომი რეზიდენტურის პროგრამა ენდოკრინოლოგიაში
2007 წ. ლიცენზია ენდოკრინოლოგიაში
- ევროპის თირეოდოლოგთა ასოციაციის (ETA) წევრი
- დიაბეტის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASD) წევრი
- ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაციის (ESE) წევრი
- საქართველოს ენდოკრინოლოგთა ასოციაციის წევრი
- საქართველოს ოსტეოპოროზის ასოციაციის წევრი
- საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის (GACI) წევრი