ლანა ლაგვილავა, MD

ლანა ლაგვილავას 19-წლიანი სამედიცინო საქმიანობა მოიცავს ზოგადი თერაპიული, რევმატოლოგიური, მათ შორის ოსტეოპოროზის, რევმატოიდული ართრიტის, პოდაგრის, ოსტეოართრიტის, სისტემური წითელი მგლურას, ფსორიაზული ართრიტის და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობას.

ლანა ლაგვილავას მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ საერთაშორისო კლინიკურ კვლევაში, მათ შორის 6 კვლევაში მთავარი მკვლევრის პოზიციაზე. 

დაავადებები 
 

  • პოლიოსტეოართრიტი (ართროზო-ართრიტი)
  • ოსტეოპოროზი 
  • პოდაგრული ართრიტი
  • რევმატოიდული ართრიტი
  • სისტემური წითელი მგლურა 
  • ფსორიაზული ართრიტი
  • სისტემური ვასკულიტები
  • სარკოიდოზი და სხვა აუტოიმუნური დაავადებები

სერვისები
 

  • რევმატოლოგიური პაციენტების კონსულტაცია 
  • დენსიტომეტრიული კვლევა

განათლება

1997-2002 წწ.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი
2006 წ.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რეზიდენტურის შემოკლებული კურსი "შინაგანი მედიცინა"
2016 წ.  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, რეზიდენტურის შემოკლებული კურსი "რევმატოლოგია" 

პროფესიული ასოციაციების წევრობა
  • საქართველოს ოსტეოპოროზის ასოციაციის (GOA) წევრი
  • საერთაშორისო ოსტეოპოროზის ფონდის (IOF) წევრი 
  • საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაციის და ევროპის რემატოლოგთა ლიგის (EULAR) წევრი
  • საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის (GACI) წევრი
სამეცნიერო პუბლიკაციები

ლანა ლაგვილავა არის  15 სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი.