თამარ გაფრინდაშვილი, MD

თამარ გაფრინდაშვილის საექიმო საქმიანობა მოიცავს ენდოკრინოლოგიური დაავადებების (მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების) ამბულატორიულ და სტაციონარულ მართვას.

თამარ გაფრინდაშვილი არის 3 კლინიკური კვლევის თანამკვლევარი. 

დაავადებები 
 

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები
  • შაქრიანი დიაბეტი
  • კალციუმის ცვლისა და ძვლის მეტაბოლური დარღვევები, მათ შორის პარათირეოიდული ჯირკვლების დაავადებები
  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები
  • ავთვისებიანი სიმსივნის შემდგომი ენდოკრინოპათიები

სერვისები
 

  • ენდოკრინული დაავადების მქონე პაციენტების ამბულატორიული მართვა
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი
  • ენდოკრინული დაავადების მართვა ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებში
  • ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადებების პრე- და პოსტოპერაციული მართვა
  • გლიკემიის მართვა სტაციონარის პირობებში

განათლება

2006-2012 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი
2012-2014 წწ. მედიცინისა და სტომატოლოგიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსკოვი, რუსეთი), ენდოკრინოლოგიისა და დიაბეტოლოგიის დეპარტამენტის ორდინატურა

პროფესიული ასოციაციების წევრობა
  • ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების წევრი 
  • ევროპის თირეოდოლოგთა ასოციაციის (ETA) წევრი
  • საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის (GACI) წევრი
  • საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის (GAEM)  ასოციაციის წევრი