დაფინანსება

დღეს ქირურგიული ოპერაციების უმეტესობა ფინანსდება საყოველთაო დაზღვევით (ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო) ან კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ. ზოგ შემთხვევაში, დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია გამგეობიდან, მერიიდან, რეფერალური პროგრამით ან სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებიდან. 

დაფინანსების მიღებას გარკვეული დრო სჭირდება, როგორც წესი, პროცესი 1 კვირიდან 2 თვემდე პერიოდს მოიცავს. 

ნებისმიერ ორგანიზაციაში დაფინანსების მისაღებად აუცილებელ დოკუმენტს წარმოადგენს ფორმა # 100. ოპერაციული ჩარევის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ამ დოკუმენტს ჩვენი კლინიკის ექიმი მოგიმზადებთ. 

იმის მიხედვით, თუ რომელ დამფინანსებელ ორგანიზაციას მიმართავთ, საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (საყოველთაო დაზღვევა)

კლინიკაში ვიზიტისას, დაფინანსების საკითხებზე გამოყოფილი თანამშრომელი თქვენი პირადი მონაცემებით შეძლებს შეამოწმოს, შეგიძლიათ თუ არა საყოველთაო დაზღვევით სარგებლობა.

  • ჩვენი კლინიკა თქვენს ფორმა # 100 ატვირთავს სახელმწიფო პორტალზე. თქვენ არ მოგიწევთ დოკუმენტების სადმე წარდგენა;
  • გარკვეული დროის გასვლის შემდეგ (ეს დრო შესაძლოა იყოს 1 კვირიდან  2 თვემდე პერიოდი), თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (sms) დაფინანსების თაობაზე;
  • დაფინანსების მიღების შესახებ აცნობეთ ექიმის ასისტენტს და კლინიკაში ვიზიტისას თან იქონიეთ მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიღებული კოდი;
  • თუ გექნებათ სურვილი, დარჩენილი თანხის დაფინანსებაზე წარადგინოთ ფორმა # 100 კერძო სადაზღვევო კომპანიაში, გამგეობაში ან მერიაში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმის ასისტენტს, ან ფინანსურ მენეჯერს. მოგიმზადებთ საჭირო ფორმა # 100-ს და კალკულაციას, ასევე, მოგაწვდით ინფორმაციას შემდგომი ქმედებების შესახებ.

კერძო სადაზღვევო კომპანია

  • დაფინანსების მიღებისთვის ზოგიერთ კერძო სადაზღვევო კომპანიებში კლინიკიდან ელექტრონულად გადაიგზავნება ფორმა # 100 და კალკულაცია, ზოგიერთში კი აუცილებელია უშუალოდ პაციენტის მიერ წარდგენა (მაგ.ირაო, არდი).
  • დაფინანსების მიღების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი სადაზღვევო კომპანია, რიგ შემთხვევაში, ექიმის ასისტენტიც, რა დროსაც შესაძლებელია შეუთანხმდეთ პროცედურის ჩატარების დროზე.
  • კლინიკაში ვიზიტამდე სადაზღვევო კომპანიამ უნდა გამოაგზავნოს საგარანტიო წერილი კლინიკის ელექტრონულ ფოსტაზე.
  • სტაციონარული სერვისების დაფინანსების პასუხის მიღების ვადას წარმოადგენს 3-5 სამუშაო დღე.

დაფინანსების სხვა წყაროები

თბილისის მერია

შენიშვნა: თბილისის მერიიდან თანადაფინანსების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ 1.000 ლარზე მეტი ღირებულების სერვისებზე.

 

  • თუ თქვენ გსურთ მოიპოვოთ დაფინანსება თბილისის მერიიდან, კლინიკიდან აიტვირთება ფორმა # 100 და კალკულაცია, თქვენ თავად არ მოგიწევთ დოკუმენტების წარდგენა;
  • თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (sms) დაფინანსების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოთ კლინიკაში. 
თბილისის გამგეობა

შენიშვნა: თბილისის გამგეობიდან თანადაფინანსების მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ 1.000 ლარზე ნაკლები ღირებულების სერვისებზე.

 

  • თუ თქვენ გსურთ მოიპოვოთ დაფინანსება თბილისის გამგეობიდან, კლინიკიდან აიტვირთება ფორმა #100 და კალკულაცია,   ხელზე გაგატანენ მოთხოვნის ფურცელს, რომელიც თავად უნდა წარადგინოთ გამგეობაში;
  • თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (sms) დაფინანსების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოთ კლინიკაში. 
საქართველოს სოლიდარობის ფონდი
  • თუ თქვენ გსურთ მოიპოვოთ დაფინანსება საქართველოს სოლიდარობის ფონდიდან (რეფერალური პროგრამა), კლინიკიდან აიტვირთება ფორმა #100 და კალკულაცია;  ხელზე გაგატანენ მოთხოვნის ფურცელს, რომელიც თავად უნდა წარადგინოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
  • თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (sms) დაფინანსების თაობაზე, რომელიც უნდა წარმოადგინოთ კლინიკაში. 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

შენიშვნა: ემსახურება მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილ ბენეფიციარს.

 

  • თუ თქვენ გსურთ მოიპოვოთ დაფინანსება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან კლინიკიდან აიტვირთება ფორმა #100 და კალკულაცია;  ხელზე გაგატანენ მოთხოვნის ფურცელს, ფორმა #100 და კალკულაციას რომელიც თავად უნდა წარადგინოთ აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში  (მის: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას N16).
  • თქვენ მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (sms) დაფინანსების თაობაზე. 
რაიონული მუნიციპალიტეტის მერია
  • თუ თქვენ გსურთ მოიპოვოთ დაფინანსება რაიონული მუნიციპალიტეტის მერიიდან (იურიდიული მისამართის შესაბამისად), კლინიკიდან მიგაქვთ ფორმა #100 და კალკულაცია, რომელიც თავად უნდა წარადგინოთ მუნიციპალიტეტის მერიაში.
  • დაფინანსების მიღების შემთხვევაში, უნდა მიხვიდეთ მუნიციპალიტეტის მერიაში და აიღოთ დაფინანსების საგარანტიო წერილი, რომელიც უნდა წარმოადგინოთ კლინიკაში. 

პაციენტის მხრიდან თანაგადახდის დაფარვა უნდა მოხდეს ოპერაციის დღეს. კლინიკაში თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე საბანკო პლასტიკური ბარათით.