დაცემის პრევენცია

თქვენი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სტატიაში აღწერილია რამდენიმე მეთოდი, რომლითაც შეგიძლიათ შეამციროთ დაცემის რისკი. 

საავადმყოფოში ყოფნისას წაქცევის რისკები იზრდება, სწორედ ამიტომ გთხოვთ, იყოთ ფრთხილად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დგახართ ან მოძრაობთ.

გასათვალისწინებელი ფაქტორები:

  • მედიკამენტების მიღების ან გადაღლის გამო შეიძლება ვერ შეძლოთ წონასწორობის დაცვა;
  • თქვენთვის უცხო გარემო;
  • შეიძლება ისე მყარად ვერ იდგეთ ფეხზე, როგორც ჩვეულებრივ.

მედიკამენტები

ზოგიერთმა მედიკამენტმა, განსაკუთრებით ტკივილგამაყუჩებელმა, შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ სიარულისას ან ფეხზე დგომის დროს.

უცხო გარემო

დარწმუნდით, რომ კარგად გაქვთ შესწავლილი თქვენი პალატის განლაგება, ასევე, სად დგას ავეჯი. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ღამით გადაადგილებისას. საწოლიდან წამოდგომამდე დარწმუნდით, რომ ოთახში ჩართულია განათება.

იატაკი

მეტლახით ან ლინოლეუმით დაფარული იატაკი ან სხვა მყარი ზედაპირები შეიძლება იყოს სრიალა, განსაკუთრებით თუ სველია ან როდესაც თქვენ ატარებთ გარკვეული ტიპის ფეხსაცმელს. დარწმუნდით, რომ ფეხი არ გიცურავთ.

თქვენი მდგომარეობა

  • სთხოვეთ ექიმს ან ექთანს, აგიხსნათ, როგორია თქვენი მდგომარეობა, რათა იცოდეთ, უნდა ითხოვოთ თუ არა დახმარება საწოლიდან წამოდგომის ან სიარულის დროს.
  • ფიზიოთერაპევტს, ასევე, შეუძლია მოგცეთ რჩევა თქვენი შესაძლებლობების შესახებ.
  • თუ სახლში სიარულისას დამხმარე საშუალებებს იყენებდით, გთხოვთ, ისინი თან იქონიოთ კლინიკაშიც.

ტუალეტით სარგებლობა

საავადმყოფოში ყოფნისას შეიძლება საპირფა- რეშოთი სარგებლობა დაგჭირდეთ მოულოდ- ნელად ან ჩვეულებრივზე უფრო ხშირად. თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება დაგჭირდეთ ხშირად შესვლა, გთხოვთ, მიმართოთ ექთნებს. ისინი მზად არიან, დაგეხმარონ, რომ მაქსიმალურად კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი.

ტანსაცმელი

თავისუფალი ან გრძელი ტანსაცმლის გამო შეიძლება წაბორძიკდეთ ან დაეცეთ. დარწმუნდით, რომ თქვენი პიჟამა ან ხალათი შესაფერისი სიგრძისაა.
ფეხსაცმელი

  • შეამოწმეთ, რომ თქვენი ჩუსტები ან სხვა ფეხსაცმელი საიმედოდ გერგებათ.
  • თუ ატარებთ კომპრესულ წინდებს, სიარულისას ზემოდან ჩაიცვით ჩუსტები, ფეხი რომ არ აგიცურდეთ.