უკვე 20 წელია „კონსილიუმ მედულა“ პაციენტებს მტკიცებულებით მედიცინასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. ამ წლების განმავლობაში კლინიკა მონოპროფილური ონკოლოგიური კლინიკიდან ჩამოყალიბდა მრავალპროფილური სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებად.
„ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიის კლინიკა მედულა“ 2003 წელს დავით თაბაგარმა თანამოაზრეთა გუნდთან ერთად დააარსა. „მედულას“ მთავარი ამოცანა იყო საქართველოში კლინიკური ონკოლოგიის დარგის შექმნა და განვითარება, ასევე, მის ბაზაზე მულტიცენტრული საერთაშორისო კლინიკური კვლევების ჩატარება.
არსებობის 20 წლის მანძილზე „კონსილიუმ მედულამ“ დაამტკიცა, რომ პაციენტი კლინიკის მთავარი ფასეულობაა, ყველაფერი მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების, მისი სიმშვიდისა და მხარდაჭერისთვის კეთდება.
შექმნის დღიდან, კლინიკაში დანერგილია მულტიდისციპლინური მიდგომები: კონსილიუმი კლინიკის საქმიანობის ძირითადი პრინციპი და მკურნალობის პროცესში საუკეთესო შედეგის მიღწევის მთავარი მექანიზმია, პროფესიონალთა გუნდი თავის ცოდნას და გამოცდილებას აერთიანებს, როგორც დაავადების დიაგნოსტიკის ეტაპზე, ისე მკურნალობის პრინციპის შერჩევის დროს.
„კონსილიუმ მედულა“ გამორჩეულია ინოვაციებისადმი თავისი ერთგულებით. კლინიკა არაერთი საქმის პიონერია:
- „კონსილიუმ მედულა“ პირველი კლინიკაა საქართველოში, სადაც კლინიკური ონკოლოგიის დარგი დაფუძნდა.
- აქ პირველად შეიქმნა იმუნოჰისტოქიმიური ლაბორატორია, სადაც შესაძლებელი გახდა სანდო კვლევების ჩატარება, რაც მოწინავე ტარგეტული მკურნალობის საფუძველი გახდა.
- საქართველოში პირველად „კონსილიუმ მედულაში“ ჩატარდა საერთაშორისო კლინიკური კვლევა ონკოლოგიაში.
- ქართული მედიცინის ისტორიაში პირველად აშშ-ში, ASCO-ს ყოველწლიურ კონგრესზე „კონსილიუმ მედულას“ კლინიკურმა ონკოლოგებმა წარადგინეს კლინიკაში ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგები.
- საქართველოში პირველად „კონსილიუმ მედულაში“ დაინერგა კიბოს მკურნალობის ისეთი ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა HIPEC, სტერეოტაქტური ბიოფსია.
ამასთანავე, კლინიკის ექიმები, მკვლევრები აქტიურად არიან ჩართულნი კლინიკურ კვლევებში. 20 წლის მანძილზე წარმატებით ჩატარდა 100-მდე კლინიკური კვლევა ონკოლოგიაში, რევმატოლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, ქირურგიაში, ნევროლოგიასა და ჰემატოლოგიაში.
2010 წელს კლინიკამ წარმატებით გაიარა აშშ-ის საკვების და წამლების მარეგულირებელი სააგენტო (FDA-ის) ინსპექცია კლინიკური კვლევების ჩატარების სტანდარტის შესაფასებლად.
„კონსილიუმ მედულას“ თითოეული თანამშრომელი ჩართულია უწყვეტი პროფესიული განვითარების პროცესში. ჩვენი ექიმები აღიარებული ექსპერტები არიან კიბოს პროფილაქტიკის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის, ინოვაციური მეთოდების დანერგვის მხრივ.
„კონსილუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგები ევროპის კლინიკურ ონკოლოგთა საზოგადოების წევრები და სპიკერები არიან.
ონკოლოგთა ახალი თაობის აღზრდა „კონსილიუმ მედულას“ უმთავრესი საზრუნავია, მის ბაზაზე 2012 წელს გაიხსნა რეზიდენტურა კლინიკურ ონკოლოგიაში, დღემდე მომზადდა 18 რეზიდენტი, მათ შორის 13 ლიცენზირებული ექიმია.
2021 წლიდან „კონსილიუმ მედულას“ კლინიკური პერსონალი ჩართულია „საქართველოს უნივერსიტეტის“ ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის საგანმანათლებლო პროცესში.
უკვე 10 წელია „კონსილიუმ მედულა“ მულტიპროფილურ კლინიკად გარდაიქმნა და დღესდღეობით პაციენტებს სთავაზობს მომსახურებას შემდეგი. მიმართულებებით:
2022 წელს, „კონსილიუმ მედულაში“ შეიქმნა „ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი“, სადაც ტარდება მამოლოგიური, გინეკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური პაციენტების კვლევა და მკურნალობა. კლინიკა ჩაერთო კრიტიკული პაციენტების გადაუდებელი მიღების სახელმწიფო პროგრამაში.
2023 წელს სრულდება კლინიკის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობის მშენებლობა. „კონსილიუმ მედულას“ ახალ შენობაში ხელმისაწვდომი იქნება ამბულატორიული სერვისები და ასევე ქირურგიული და თერაპიული სტაციონარი.
არსებობის ოცი წლის მანძილზე კლინიკამ შეძლო პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლება, პროფესიული ცოდნის შექმნა და გავრცელება და გაზარდა მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობა საქართველოსა და კავკასიაში.