საშვილოსნოს ტანის კიბო

რა არის საშვილოსნოს ტანის (ენდომეტრიუმის) კიბო

საშვილოსნოს ტანის, იგივე ენდომეტრიუმის კიბო ონკოლოგიური დაავადებაა, რომელიც საშვილოსნოს შიდა ლორწოვან გარსში (ენდომეტრიუმში) ვითარდება. 

  • ენდომეტრიუმის კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებში მეორე ყველაზე გავრცელებული კიბოა საშვილოსნოს ყელის სიმსივნის შემდეგ. 
  • ენდომეტრიუმის კიბო  ყველაზე ხშირად გვხვდება პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში.

ენდომეტრიუმის კიბოს  სიმპტომები

ენდომეტრიუმის კიბოს ახასიათებს საკმაოდ ნელი, ხშირად სიმპტომების გარეშე განვითარება. 

ყველაზე გავრცელებული სიმპტომია  სისხლიანი გამონადენი მენოპაუზაში. საყურადღებოა, ასევე, მენჯის არეში ტკივილი, ენდომეტრიუმის გასქელება და არაერთგვაროვნება, რისი დიაგნოსტირებაც ხდება ექოსკოპიური კვლევით.  

ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკფაქტორები

  • სიმსუქნით გამოწვეული ჰიპერესტროგენია;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • ესტროგენის შემცველი ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება. 

ენდომეტრიუმის კიბოს განვითარებაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორსაც, ე.წ. „ლინჩის სინდრომს“, როცა საშვილოსნოს ტანის კიბოს თან ახლავს მსხვილი ნაწლავის კიბო. ეს იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, მემკვიდრეობითი პათოლოგია, რომლის დროსაც კიბოს გარკვეული ტიპების განვითარების რისკი მატულობს.

ენდომეტრიუმის კიბო უფრო ხშირია განვითარებულ ქვეყნებში, სადაც საკვებ რაციონში დიდი რაოდენობითაა ცხიმი.

დიაგნოსტიკა 

საშვილოსნოს ტანის კიბოს დიაგნოსტირების ეტაპებია:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია, ფიზიკალური გასინჯვა;
  • ტრანსვაგინალური და მენჯის ღრუს ულტრაბგერით კვლევა;
  • მუცლის ღღუს და მცირე მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (კონტრასტით  პარენქიმატოზური ორგანოების დაზიანებაზე ეჭვის შემთხვევაში);
  • კომპუტერული ტომოგრაფია  (კონტრასტით ლიმფური კვანძების შესაფასებლად საჭიროების შემთხვევაში); 
  • პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია PET-CT  (ქირურგიული მკურნალობის მიზანშეწონილობის დასადგენად და დისემინირებული სინდრომის გამოსარიცხად); 
  • სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა;
  • შარდის ანალიზი; 
  • ელექტროკარდიოგრაფია; 
  • გულმკერდის რენტგენოგრაფია; 
  • გენეტიკოსის კონსულტაცია ახალგაზრდა 50 წლამდე პაციენტებისატის , ოჯახური ანამნეზის არსებობის დროს ენდომეტრიუმის კიბოს ან კოლორექტალური კიბოს 

საშვილოსნოს ტანის (ენდომეტრიუმის) კიბოს მკურნალობა კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“

„კონსილიუმ მედულაში“ საშვილოსნოს ტანის (ენდომეტრიუმის) კიბოს მკურნალობა მიმდინარეობს უახლესი გაიდლაინებით. 
კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“ გინეკოლოგი, ონკოქირურგი, კლინიკური ონკოლოგი და პათომორფოლოგი მუშაობენ ერთ გუნდად, კონსილიუმის პრინციპით და არჩევენ პაციენტზე  ინდივიდუალურად მორგებულ მკურნალობის გეგმას, ქირურგიულ და ინოვაციურ თერაპიულ მკურნალობას სხივური, ტარგეტული, იმუნოთერაპიული და ქიმიოთერაპიული მედიკამენტებით.

ენდომეტრიუმის კიბოს ქირურგიული მკურნალობა

სიმსივნის სტადიის მიუხედავად ენდომეტრიუმის კიბოს მკურნალობის ყველაზე ეფექტიან მეთოდად ქირურგიული ჩარევა მიიჩნევა, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებლად, ისე  მკურნალობის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში. 

ოპერაციული ჩარევა ხდება როგორც ლაპაროსკოპიულად, ისე ლაპაროტომიით. 

ენდომეტრიუმის კიბოს ქირურგიული მკურნალობისათვის „კონსილიუმ მედულაში“  ტარდება შემდეგი სახის ოპერაციები: რადიკალური ჰისტერექტომია, ვაგინალური ჰისტერექტომია ლაპარასკოპიული ასისტირებით, ჰისტერექტომია დანამატებთან ერთად, თეძოს ლიმფური კვანძების დისექცია, აორტული ლიმფური კვანძების დისექცია და სხვ.

ლაპაროსკოპიული ჩარევის უპირატესობებია: 

  • ნაკლები ტრავმული დაზიანება;
  • ნაკლები პოსტოპერაციული გართულება;
  • გამოჯანმრთელების ნაკლები დრო. 

ქირურგიული ჩარევის ტიპი განისაზღვრება სიმსივნის სტადიის, პაციენტის ასაკის  და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.
 

ენდომეტრიუმის კიბოს თერაპიული მკურნალობა

სხივური თერაპია

ენდომეტრიუმის კიბოს მქონე პაციენტების სხივური თერაპია ტარდება, როგორც დამოუკიდებელი, ისე კომბინირებული მკურნალობისას. სხივური თერაპიისას  ნადგურდებიან ავთვისებიანი კიბოს უჯრედები.

ქიმიოთერაპია

ორგანიზმში შეყავთ ციტოტოქსიური სამკურნალო პრეპარატები, რაც კლავს კიბოს მზარდ უჯრედებს.  

ჰორმონული თერაპია

გამოიყენება ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების ადრეულ ეტაპზე იმ ახალგაზრდა ქალების მკურნალობისათვის, ვინც გეგმავს ორსულობას  მომავალში ან ვისთანაც აღინიშნება ესტროგენ/პროგესტერონის ჰორმონების მატება. ჰორმონული თერაპია გამოიყენება, ასევე, რეციდივების დროსაც. 

ტარგეტული თერაპია

ტარგეტული თერაპიისას ზემოქმედება ხდება უშუალოდ კიბოს უჯრედზე, ჯანმრთელი უჯრედები დაცულია. ეს ინოვაციური მეთოდია, რომელიც ენდომეტრიუმის კიბოს მედიკამენტოზური მკურნალობისას პრიორიტეტულად ითვლება.  პრეპარატები უშუალოდ სიმსივნურ უჯრედებზე მოქმედებს და  კიბოს ახალი უჯრედების წარმოქმნას ბლოკავს.

ნახეთ ვიდეო

მკურნალობის ეფექტიანობა დამოკიდებულია ექიმთან დროულ მიმართვასა და დიაგნოსტიკაზე.

ამიტომ, საშვილოსნოს ტანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის:

  • იმ შემთხვევაში თუ გაქვთ დაავადების რომელიმე სიმპტომი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს;
  • იმ შემთხვევაში, თუ ხართ დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფში, დროულად დაგეგმეთ ვიზიტი გინეკოლოგთან და მიჰყევით მის რეკომენდაციებს.

სტანდარტულად, პოსტოპერაციული საკონტროლო კვლევები  ტარდება შემდეგი სქემით: ოპერაციის შემდგომი 2 წლის განმავლობაში  სამ თვეში ერთხელ, შემდგომი 2 წელი-6 თვეში ერთხელ, შემდეგ კი-წელიწადში ერთხელ. 

ექიმები