ლაშა ხმალაძე, MD

ლაშა ხმალაძე 2020 წლიდან ეწევა როგორც აქტიურ სამედიცინო, ისე საგანმანათლებლო საქმიანობას კლინიკა “კონსილიუმ მედულასა” და “საქართველოს უნივერსიტეტში”. იგი მონაწილეობდა 10-მდე ონკოლოგიურ კლინიკურ კვლევაში. არის 15-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორი.

ლაშა ხმალაძის საექიმო საქმიანობა მოიცავს ფილტვის კიბოს, მელანომის, საჭმლის მომნელებელი სისტემის და შარდ-სასქესო სისტემის ონკოლოგიური დაავადებების, ძუძუს კიბოს და ონკო-გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობას. 

დაავადებები

  • ფილტვის კიბო
  • ნაწლავის კიბო
  • კუჭის კიბო
  • საყლაპავის კიბო
  • პანკრეასის კიბო
  • ჰეპატოცელულური კიბო 
  • სანაღვლე გზების კიბო
  • მელანომა
  • თირკმლის კიბო
  • შარდის ბუშტის კიბო
  • პროსტატის კიბო
  • ძუძუს კიბო
  • საკვერცხის კიბო
  • საშვილოსნოს ყელის კიბო
  • საშვილოსნოს ტანის კიბო

განათლება

2016 - 2020 წწ. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი “აიეტი”, სამკურნალო საქმე

2021 - 2024 წწ. შპს “მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა”, რეზიდენტურა კლინიკურ ონკოლოგიაში

პროფესიული ასოციაციების წევრობა
  • ევროპის კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) წევრი
  • ევროპის ონკოლოგთა სკოლის (ESO) წევრი
  • ამერიკის კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის (ASCO) წევრი
პუბლიკაციები
  • ,,ანესთეზიურ პრეპარატებთან ტეტრა-აციდო კომპლექსების სინთეზი და დახასიათება” საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით FR-18-3889 (ნ.ჟორჟოლიანი; კ. ამირხანაშვილი; ლ.მეტრეველი; ა. დადიანიძე; ა. შუბითიძე; ლ.ი. ხმალაძე)
  • ,,ზოგიერთი სულფონამიდის შემცვლელი კოორდინაციული ნაერთები" (ნ. ჟორჟოლიანი; კ.ამირხანაშვილი; ლ.ხმალაძე) ISBN 978-9941-448-61-4 
  • „ონიქოლიზი, როგორც ტაქსანზე დაფუძნებული ქიმიოთერაპიისა და თანმხლები კრიოთერაპიის გართულება სარძევე ჯირკვლის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში: ორი შემთხვევის მიმოხილვა“ (ნ. ჩიხლაძე, ნ. ჭელიძე, ს. კორძაია, მ. ჟვანია, ლ. ხმალაძე) - Georgian Med News 
  • From infusion reaction to immune cascade: a case of sequential taxane and capecitabine toxicities in triple-negative breast cancer (S. Kordzaia, E.Dolmazashvili, K.Tsiklauri, L.Khmaladze, N.Chikhladze) - Pubmed, Georgian Med News. 2025;(364-365):133-136.