ბექა სამხარაძე, MD

ბექა სამხარაძე 2025 წლიდან კლინიკა „კონსილიუმ მედულას" მამოლოგიის, ძუძუს ონკოპლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელია. 2003-2005 წლებში ის მუშაობდა უმცროს ექიმად „მედულა-ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპიის კლინიკაში“, 2005-2007 წლებში კი ესთეტიკის, რეკონსტრუქციის და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა „კარაფს მედლაინში“,  2008 წლიდან - „დავით გაგუას კლინიკაში“ ონკოლოგად.

2008 წლიდან ბექა სამხარაძე იყო თბილისის ონკოლოგიური დისპანსერის ქირურგიის დეპარტამენტის ექიმი, 2009-2012 წლებში კლინიკა „მედიფელფას“ მამოლოგი და ონკოლოგი, 2010 წლიდან კლინიკური მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მამოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 2012 წლიდან მარტინ დ. აბელოფის კიბოს კვლევითი ცენტრის ძუძუს ქირურგიის დეპარტამენტის ექიმი, 2015 წლიდან „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის’’ მამოლოგიის, ძუძუს ონკოლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი.

სერვისები

  • სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

განათლება

1997-2003 წწ. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, მედიცინის ფაკულტეტი, სამკურნალო საქმე

2001-2002 წწ. თბილისის გოეთეს სახელობის ინსტიტუტი

პროფესიული ასოციაციების წევრობა
  • კლინიკურ ონკოლოგთა ევროპული საზოგადოების წევრი 
  • ევროპის კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) წევრი
  • ამერიკის ონკოქირურგთა ასოციაციის (SSO) წევრი
  • ამერიკის კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის (ASCO) წევრი
სამეცნიერო პუბლიკაციები
  • A Randomized, Open-Label, Multicenter, Phase III Study of Epoetin Alfa Versus Best Standard of Care in Anemic Patients With Metastatic Breast Cancer Receiving Standard Chemotherapy, Journal of Clinical Oncology, Volume 37, Number 15, https://doi.org/10.1200/JCO.18.0214, PMID: 26858335 
  • Role of erythropoiesis-stimulating agents in the treatment of anemia in patients with cancer,  Medline Abstract
  • The non-haematopoietic biological effects of erythropoietin,  British Journal of Hematology