თამარ შვანგირაძე

თამარ შვანგირაძე 2024 წლიდან კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ მეან-გინეკოლოგი და კოლპოსკოპისტია. თამარ შვანგირაძის საექიმო საქმიანობა მოიცავს გენიტალური ინფექციების, საკვერცხეების და კვერცხავალი მილების  კისტოზური და ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ენდომეტრიოზის, მიომური კვანძების, საშვილოსნოს ადენომიოზისა და ჰიპერპლაზიის,  საშვილოსნოს ტანისა და ყელის პოლიპის, მენოპაუზისა და პერიმენოპაუზური პერიოდის, არარეგულარული მენსტრუაციისა და ჰორმონალური დისბალანსის მკურნალობას.

2015 წლიდან თამარ შვანგირაძე იყო სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“, კლინიკა „მედლაიფის“, დავით დავარაშვილის კლინიკის, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის გინეკოლოგი, მეან-გინეკოლოგი და კოლპოსკოპისტი. 

დაავადებები

  • გენიტალური ინფექციები
  • საკვერცხეების და კვერცხსავალი მილების  კისტოზური და ანთებითი დაავადებები
  • საშვილოსნოს ენდომეტრიოზი
  • მიომური კვანძები
  • საშვილოსნოს ადენომიოზი და ჰიპერპლაზია 
  • საშვილოსნოს ტანის და ყელის პოლიპი
  • მენოპაუზა და პერიმენოპაუზური პერიოდი
  • არარეგულარული მენსტრუაცია
  • ჰორმონალური დისბალანსი

სერვისები

  • პაპ - ტესტი
  • საშვილოსნოს ყელის ბიოფსია
  • კრიოთერაპია
  • საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგია 
  • საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია
  • კოლპოსკოპია
  • ჰისტეროსკოპია
  • საშვილოსნოს ყელის და ტანის დიაგნოსტიკური გამოფხეკა
  • შარდის შეუკავებლობის დიაგნოსტიკა და მართვა
  • პრემენოპაუზის და პოსტმენოპაუზის მართვა

განათლება

2006-2012 წწ. თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი 
2013-2015 წწ. ბელორუსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კლინიკური ორდინატურა
2022-2023 წწ. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, კლინიკის მენეჯმენტი