მაგდა ბეთანელი, MD, PhD

პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის მაგდა ბეთანელის 30 წლიანი საექიმო საქმიანობა მოიცავს ზოგად ჰემატოლოგიური (ანემიები, კოაგულაციური დარღვევები - ჰემოსტაზის დარღვევა, მათ შორის ორსულთა თრომბოფილია), ონკოჰემატოლოგიური (ქრონიკული მეილოიდური და ლიმფოციტური ლეიკემიები, მრავლობითი მიელომისა და ავთვისებიანი ლიმფომები) დაავადებების მკურნალობას. 

მაგდა ბეთანელი კლინიკა ''კონსილიუმ მედულას'' ჰემატოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია. ის „კონსილიუმ მედულაში“ მიმდინარე 7 საერთაშორისო  კლინიკური კვლევის მთავარი მკვლევარია. 

დაავადებები

  • ზოგად ჰემატოლოგიური (ანემიები, კოაგულაციური დარღვევები - ჰემოსტაზის დარღვევა, მათ შორის ორსულთა თრომბოფილია)
  • ონკოჰემატოლოგიური (ქრონიკული მეილოიდური და ლიმფოციტური ლეიკემიები, მრავლობითი მიელომისა და ავთვისებიანი ლიმფომები)

განათლება

1980-1985 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

პროფესიული ასოციაციების წევრობა
  • საქართველოს ჰემატოლოგთა ასოციაციის წევრი
  • საქართველოს ჰემოსტაზიოლოგთა ასოციაციის წევრი
  • თრომბოზის და ჰემოსტაზის საერთაშორისო ასოციაციის წევრი
  • ევროპის ჰემატოლოგთა ასოციაციის წევრი
სამეცნიერი ნაშრომები

მაგდა ბეთანელი  არის

  • 52 სამეცნიერი ნაშრომის, 2 საავტორო გამოგონებისა და 1 მონოგრაფიის ავტორი;  
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგიის დარგში;
  • პროფესიული კომპეტენციის განმსაზღვრელი დოკუმენტის თანაავტორი; 
  • სარეზიდენტო პროგრამის "ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია" თანაავტორი.