მარინე ღოღელიანის 33-წლიანი საექიმო საქმიანობა მოიცავს ზოგადგინეკოლოგიური და ონკოგინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
მარინე ღოღელიანი 3 საერთაშორისო კლინიკური კვლევის თანამკვლევარია.
დაავადებები
- ჩირქოვან-სეპტიური დაავადებები და პოსტოპერაციული ჩირქოვან-სეპტიური გართულებები
- ონკოლოგიური დაავადებები
- ქალის მენჯის ღრუს ორგანოების ანთებადი დაავადებები
სერვისები
- საშვილოსნოს ყელის კონიზაცია
- საშვილოსნოს ყელის ბიოფსია/პუნქცია
- საშოს აბსცესის დრენირება
- ოპერაციები დანამატებზე
- ჰისტერექტომია
- ლიმფური კვანძების დისექცია
განათლება
1976-1982 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი
1982-1984 წწ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, კლინიკური ორდინატურა მეანობა-გინეკოლოგიაში
1984-1987 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ასპირანტურა
დაცული აქვს დისერტაცია თემაზე: "ჩირქოვანი მასტიტების ნაადრევი დიაგნოსტიკის იმუნოლოგიური ასპექტები და მკურნალობის მეთოდები"
პროფესიული ასოციაციების წევრობა
- საქართველოს სეფსისოლოგთა საზოგადოების წევრი
- საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიისა და კოლპოსკოპისტთა ასოციაციის წევრი
- საქართველოს კლინიკურ მკვლევართა ასოციაციის (GACI) წევრი