ზოგჯერ ჯანმრთელ ვენებში სისხლის მიმოქცევა ფერხდება, სისხლი სქელდება და წარმოიქმნება კოლტი, რომელმაც, შესაძლოა, სრულად დაახშოს ან ნაწილობრივ შეავიწროვოს სისხლძარღვის სანათური. ამ პროცესს სისხლში თრომბის წარმოქმნა ჰქვია.
თრომბები, შესაძლოა, იყოს პატარა და უსიმპტომო, თუმცა მათ შეუძლიათ ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის წარმოქმნა, რაც, ზოგ შემთხვევაში, სიკვდილსაც იწვევს.
თრომბების უმეტესობა წარმოიქმნება ქვედა კიდურების ღრმა ვენებში და საზარდულში. შესაძლოა თრომბი მოწყდეს ამ ადგილს და გადავიდეს სხეულის სხვა ნაწილებში, მათ შორის ფილტვებში.
თრომბის ადრეული აღმოჩენა და მკურნალობა ამცირებს სიკვდილის რისკს. თრომბების პრევენცია მარტივი, უსაფრთხო და ეფექტურია.
თრომბის გამომწვევები
საავადმყოფოში მკურნალობა ზრდის თრომბის განვითარების ალბათობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცოტა ხნის წინ ჩაგიტარდათ ოპერაცია, პროცედურა ან რამე სხვა მიზეზით ჩვეულზე ნაკლებს მოძრაობთ. თრომბი, შესაძლოა, განვითარდეს საავადმყოფოში მკურნალობისას ან მკურნალობის შემდგომ, სახლში დაბრუნებისას.
თრომბის განვითარების რისკი უფრო მაღალია, თუ:
- ხართ 60 + ასაკის;
- გაქვთ ჭარბი წონა;
- გაქვთ თრომბოზის პირადი ანამნეზი;
- ხართ ორსულად ან ახლახან იმშობიარეთ; • იტარებთ სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობას;
- იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატს;
- იტარებთ ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიას;
- გაქვთ გულის ქრონიკული დაავადება ან სისხლის დაავადება.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გაწუხებთ.
სამედიცინო ტერმინოლოგია თრომბებისთვის
- ღრმა ვენების თრომბოზი არის სამედიცინო ტერმინი თრომბისთვის, რომელიც მდებარეობს ხელების, ფეხების ან საზარდულის ღრმა ვენებში.
- ფილტვის ემბოლია არის თრომბი, რომელიც ვრცელდება ფილტვებში.
- ღრმა ვენების თრომბოზს და ფილტვის ემბოლიას ერთად ვენური თრომბოემბოლია ეწოდება.
თრომბის წარმოქმნის შესაძლო ნიშნები და სიმპტომები
უთხარით თქვენს ექიმს ან ექთანს, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი აღგენიშნებათ:
- ტკივილი მკერდის არეში
- სუნთქვის უეცარი უკმარისობა
- სისხლიანი ხველა
- ტკივილი ქვედა კიდურებში
- შეშუპება და სიფერმკრთალე ზედა ან ქვედა კიდურებზე
- კანის სიწითლე
როგორ ავირიდოთ საავადმყოფოში თრომბების განვითარება
დალიეთ წყალი - წყალი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, დღეში რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოთ.
იყავით აქტიური - იყავით შეძლებისდაგვარად აქტიური, ეს ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, შეგიძლიათ თუ არა ფეხით გადაადგილება.
ჩაიცვით წინდები - ანტითრომბოზული წინდა გამოიყენეთ ინსტრუქციის შესაბამისად.
რას გააკეთებს თქვენი ექიმი
თრომბის განვითარების თავიდან ასაცილებლად, თქვენს ექიმს, შესაძლოა, დასჭირდეს ანტითრომბოზული მედიკა- მენტის და/ან მექანიკური საშუალების დანიშვნა. თუ თვლით, რომ რისკის ქვეშ ხართ, გაესაუბრეთ ექიმს.
ანტითრომბოზული მედიკამენტი
ეს არის მედიკამენტი, რომელიც თრომბის წარმოქმნას ანელებს, რაც მისი განვითა- რების ალბათობას ამცირებს. თქვენი ექიმი შესაბამის მედიკამენტს დაგინიშნავთ. ეს, შესაძლოა, იყოს ნემსი ან ტაბლეტი, რომელსაც მოგცემენ ჰოსპიტალიზაციის პერიოდში ან მანამ, სანამ ჩვეულ მოძრაობას არ აღიდგენთ. შესაძლოა ამ მედიკამენტის მიღება სახლში გაწერის შემდეგაც დაგჭირდეთ.
მექანიკური ხელსაწყოები
მექანიკური ხელსაწყოებით ხდება თქვენს ფეხებზე ზეწოლა, რითიც სისხლს მოძრა- ობაში ეხმარებიან. არსებობს მექანიკური ხელსაწყოების ნაირსახეობა. ყველაზე გავრცელებულია კომპრესული წინდები, წყვეტილი პნევმატური კომპრესიის ხელსაწყო და ფეხის ვენური ტუმბოები. თუ მათი ტარება მოუხერხებელია, სანამ მოიხსნით ან მოირგებთ, უთხარით თქვენს ექიმს ან მედდას.
ეს სტატია მხოლოდ საგანმანათლებლო დანიშნულებისაა. ის არ შეიძლება გამოყენებულ იყოს მკურნალობის მეთოდის არჩევის გზამკვლევად. მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მკურნალი ექიმი.