თქვენი კომფორტი ჩვენთვის პრიორიტეტულია
ჩვენ გვსურს, შეგიმსუბუქოთ ტკივილი, თუმცა ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ეს სტატია დაგეხმარებათ ტკივილის შესახებ ინფორმაციის მიღებაში, თქვენ მიერ განცდილი ტკივილის უკეთ გაანალიზებაში; გასწავლით ხერხებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ, შეიმსუბუქოთ ტკივილი. ასევე, მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რისი გაკეთება შეუძლია სამედიცინო გუნდს თქვენთვის ტკივილის შესამსუბუქებლად.
ტკივილი სუბიექტური შეგრძნებაა: მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, როგორ გრძნობთ თავს, რა ინტენსივობის და ტიპის ტკივილს განიცდით. ჩვენ ერთად შეგვიძლია ვმართოთ თქვენი ტკივილი.
ტკივილის შეცნობა
ხშირად ტკივილისგან სრულად გათავისუფლება ვერ ხერხება. ტკივილი შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც დაავადებებთან, ისე სამედიცინო პროცედურებთან. ჩვენი ამოცანაა თქვენთან ერთად შევიმუშავოთ გეგმა ტკივილის და დისკომფორტის შესამცირებლად. ექიმები და ექთნები კლინიკაში ყოფნის პერიოდში ხშირად დაგისვამენ კითხვებს ტკივილის ინტენსივობასა და ადგილმდებარეობაზე.
ტკივილი როგორც ფიზიკური, ისე ემოციური რეაბილიტაციის ხელის შემშლელი ფაქტორია. ტკივილმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ ისეთ ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორიცაა ჯანსაღი ძილი თუ დროის გატარება ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. ცხოვრების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად საჭიროა თქვენი ტკივილის ოპტიმალური მართვა.
ტკივილის შეფასება
ექიმები და ექთნები გთხოვენ ტკივილის აღწერას და შეფასებას. მნიშნელოვანია ვიცოდეთ, რა სიძლიერის ტკივილი გაქვთ, რა ადგილას გტკივათ და რა იწვევს აღნიშნულ ტკივილს. ტკივილის შესაფასებელი შკალა თქვენ დაგეხმა რებათ, აღწეროთ ტკივილი, სამედიცინო პერსონალს კი – სწორად დაგეგმოს მკურნალობა.
არსებობს ტკივილის შესაფასებელი რამოდენიმე შკალა:
ტკივილის შესაფასებელი რიცხობრივი შკალა
რიცხობრივი შკალა, რომელიც ტკივილს აფასებს 0-10 ქულით. აღნიშნულ შკალაზე 0 ნიშნავს, რომ ადამიანი არ განიცდის ტკივილს. 10 ქულა ნიშნავს, რომ ადამიანი განიცდის ყველაზე ძლიერ ტკივილს, რისი წარმოდგენაც კი შეუძლია.
სახის გამომეტყველებით ტკივილის შეფასების შკალა
სახის გამომეტყველებით ტკივილის შეფასების შკალა, რომლის საშუალებითაც უნდა შეარჩიოთ ის გამოსა ხულება, რომელიც ყველაზე ზუსტად აღწერს თქვენს მდგომარეობას.
ზოგჯერ შეიძლება თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებმა ვერ მოგვაწოდოთ სრული ინფორმაცია თქვენი ტკივი ლის შესახებ. ტკივილის შესაფასებელი შკალები დაგ ვეხმარება თქვენი ტკივილის გაანალიზებაში.
შკალების გამოყენება დაეხმარება ექიმებს და ექთნებს იმის შეფასებაში, თუ რამდენად სწორი მკურ ნალობა გაქვთ შერჩეული ტკივილის სამართავად. ჩვენთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ტკივილის რომელ ქულაზე შეგიძლიათ სხვადასხვა აქტივობების განხორციელება. მაგალითად, თქვენ მიერ 4 ქულაზე შეფასებული ტკივილის დროს, შეგიძლიათ წამოდგეთ საწოლიდან და შეხვიდეთ საპირფარეშოში, შეძლოთ გაესაუბროთ საყვარელ ადამიანებს ან შეასრულოთ რაიმე ფიზიკური სამუშაო.
ტკივილის აღწერა
სწორი მკურნალობის შერჩევისთვის მნიშვნელო ვანია, ექიმებს სწორად აუხსნათ ტკივილის ხასიათი, ადგილმდებარეობა, სიხშირე, როდის იწყება ტკივილი, რამდენ ხანს გრძელდება, გადადის თუ არა სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეზე, არის თუ არა რაიმე მდგომარეობა ან პოზა, რომელიც აძლიერებს ან ამსუბუქებს ტკივილს.
ტკივილის აღსაწერად, შესაძლებელია, გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული სიტყვები:
- მტკივა ხელის დადებაზე;
- მაქვს წვის შეგრძნება;
- მაქვს კრუნჩხვითი ტკივილი;
- ვგრძნობ დანის ჩარტყმის მაგვარ ტკივილს;
- მაქვს მუდმივი ყრუ ტკივილი;
- მაქვს დაბუჟება, ჭიანჭველების ხოხვის მაგვარი შეგრძნება;
- მაქვს სპაზმური ტკივილი.
თქვენი ექთანი/ექიმი კლინიკაში ყოფნის დროს გამოგკითხავთ ტკივილის შესახებ, რათა განსაზღროს, რამდენად გიმსუბუქებთ ტკივილს დანიშნული მკურნალობა.
ტკივილის მართვა
იცით, რომ ტკივილის შემსუბუქება მრავალი ხერხით შეიძლება? მედიკამენტებით მკურნალობა მხოლოდ ერთერთი საშუალებაა. დამატებითი რჩევებისათვის, გთხოვთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ჩვენი ექიმების გუნდი იზრუნებს თქვენს კომფორტზე. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა უკეთ გავიგოთ თქვენ მიერ განცდილი ტკივილის შესახებ და შეგირჩიოთ შესაბამისი მკურნალობა. თავად უნდა იყოთ თქვენივე მკურნალობის დაგეგმვის აქტიური მონაწილე. ერთობლივი ძალებით უნდა შევძლოთ და თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ კლინიკაში ყოფნის პერიოდი.